დესერტი

ტორტი „სნიკერსი“ ცხობის გარეშე

fun time

14:00 ოთხ. 27 იანვარი, 2021 წელი

ტორტი ცხობის გარეშე

14
დაკოპირებულია

ამ ჰაეროვანი და უგემრიელესი ტორტის მომზადება ღუმელის გარეშე შეგიძლიათ!

ტორტისთვის საჭირო პროდუქტი:

  • ფხვიერი ორცხობილა
  • რძე - 500 მლ.
  • სიმინდის სახამებელი - 2.5 ს/კ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ვანილის ესენცია - 0.10 მლ

მინანქრისთვის საჭირო პროდუქტი:

  • 4 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • 1 ს/კ რძე
  • 50 გრ. კარაქი

მომზადების წესი:

გაყავით რძე 2 თანაბარ ნაწილად. რძის ერთი ნაწილი ცეცხლზე დადგით და აადუღეთ, დარჩენილ რძეში კი სახამებელი აურიეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ შაქარი, ვანილის ესენცია ან ვანილინი დანის წვერზე და კვერცხის გული. ეს ნარევი ათქვიფეთ და მდუღარე რძეში შეუჩერებელი მორევით ჩაუშვით. დაახლოებით, 5 წუთი ადუღეთ, სანამ კარგად არ შესქელდება. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გაცივეთ.

აიღეთ საცხობი ფორმა ან შესაფერისი ფორმის მინის ჭურჭელი და ძირში ალუმინის ფოლგა ჩაუფინეთ.
ფორმაში ერთ ფენად ფხვიერი ორცხობილები დაალაგეთ და კრემი გადაუსვით. შემდეგ ისევ ორცხობილების ფენა და ისევ კრემი. ბოლო ფენა ორცხობილა უნდა იყოს.

ახლა მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი: ამისთვის შაქარი და კაკაო აურიეთ, რძე დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე დაადგით. როგორც კი წამოდუღდება, კარაქი დაუმატეთ. კარაქი რომ გადნება, შოკოლადის მინანქარი ცეცხლიდან გადმოდგით და მზა ტორტს თავზე მოასხით.
ტორტი მაცივარში მთელი ღამით დატოვეთ და მეორე დღეს გემრიელად მიირთვით!

წყარო: www.shugarysweets.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ