დესერტი

ფაფუკი „ფიფქები“ - ნამცხვარი გამოცხობის გარეშე (ვიდეო)

fun time

12:00 ორშ. 29 მარტი, 2021 წელი

ხაჭოს და არაჟნის ტორტი
ცხობის გარეშე

14
დაკოპირებულია

რეცეპტი ნაზი დესერტისთვის, რომელიც პირში დნება. 

 

საჭირო პროდუქტი:

  • კვადრატული ფორმის ორცხობილა - 100 გრ;
  • ლიმონის ჟელე - 2 შეკვრა;
  • ხაჭო - 500 გრ;
  • შაქრის პუდრა - 3 ს.კ.
  • ვანილის შაქარი - 10 გრ;
  • არაჟანი (30-36% -იანი) - 250 მლ.
  • კარაქი - 35 გრ.
  • შაქარი - 35 გრ.
  • ქოქოსის ფანტელი - 70 გრ.

მომზადების წესი:

ჟელატინი ანადუღარ წყალში გახსენით და გასაფუებლად დატოვეთ;

ხაჭო ბლენდერით ათქვიფეთ, სანამ კრემისმაგვარ მასას არ მიიღებთ;

არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად, კარგად ათქვიფეთ, სანამ ღრუბელივით არ გახდება და თქვეფის დროს, თითო-თითო კოვზი ათქვეფილი ხაჭო დაამატეთ.

არაჟანი და ხაჭო ერთად კარგად ათქვიფეთ, და ნელ-ნელა ლიმონის ჟელე („მიქესრი“ დაბალ სიჩქარეზე გადართეთ) დაუმატეთ.

ტორტის ფორმაში (20X24) ნამცხვრის ქაღალდი ფირი ჩააფინეთ, ორცხობილები ჩაალაგეთ და ხაჭოსა და არაჟნის კრემი წაუსვით.

ტაფაზე კარაქი გაადნეთ, შაქარი და ქოქოსის ფანტელი დაამატეთ და დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტელი მორევით ოქროსფრამდე მიიყვანეთ.

შემდეგ გააცივეთ, ხაჭოს მასაზე გაანაწილეთ და მაცივარში მთელი ღამით დატოვეთ.

დილას ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ, შესაფუთი ფირი მოაცილეთ და სასურველ ზომებად დაჭერით. გემრიელად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!

წყარო: en.edunclub.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი