დესერტი

ცივი დესერტი ცხობის გარეშე

fun time

12:00 ოთხ. 2 ივნისი, 2021 წელი

ცივი დესერტი

14
დაკოპირებულია

თუ გრილი, გემრიელი და ვიტამინებით სავსე გემრიელობა მოგინდათ, თანაც გსურთ, რომ ტკბილეული ცხობის გარეშე მოამზადოთ, მაშინ ეს ცივი დესერტი თქვენთვისაა. მის მოსამზადებლად მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ. და რაც ყველაზე საინტერესოა - ეს არის დესერტი ფქვილის გარეშე!

ცივი დესერტისთვის საჭირო პროდუქტი:

  • არაჟანი (20% ცხიმით) - 315 გრ.
  • შაქრის პუდრა - 100 გრ.
  • მოხალული ნიგოზი - 100 გრ.
  • ქლიავი ( ან გარგარის ჩირი) - 100 გრ.
  • ჟელატინი - 15 გრ.
  • ცივი წყალი - 70-100 მლ.

ცივი დესერტის მომზადების პროცესი:

1. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით, აურიეთ და დატოვეთ.

2. მოხალული ნიგოზი მსხვილად დაჭერით.

3. შავი ქლიავი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

4. არაჟანი ჯამში გადმოასხით, შაქრის პუდრა დაუმატეთ და ხელის სათქვეფით აურიეთ.

5. გაფუებული ჟელატინი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაალღვეთ (არ აადუღოთ), შემდეგ არაჟანში ჩაასხით და კარგად აურიეთ.

6. არაჟანს დაჭრილი ნიგოზი და ქლიავი დაუმატეთ და აურიეთ.

7. ფორმიდან დესერტის ამოღება რომ არ გაგიჭირდეთ, საცხობი ფურცელი ან პარკი ჩააფინეთ, არაჟნიანი მასა ჩაასხით და 2 საათით მაცივარში შედგით.

8. 2 საათის შემდეგ დესერტი მაცივრიდან გამოიღეთ და ფორმა ლანგარზე გადააბრუნეთ. სულ ეს არის!

გემრიელად მიირთვით!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუ...

ბლონმანჟე შოკოლადით

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ