ტორტი „სნიკერსი“ ცხობის გარეშე - დიახ, ეს შესაძლებელია!
12:00 კვი. 14 მარტი, 2021 წელი
ხრაშუნა ძირითადი ფენა, უნაზესი კრემი, კარამელი და არაქისი - ეს დესერტი ტკბილეულის მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.
პროდუქტის რაოდენობა გათვლილია ფორმისთვის, რომლის დიამეტრი 18 სმ-ია.
საჭირო პროდუქტი:
ძირითადი ფენა:
- შოკოლადის ორცხობილა - 200 გრ
- კაკაოს ფხვნილი 1 ს.კ.
- კარაქი - 70 გრ
კრემი:
- 25%-იანი არაჟანი - 300 გრ
- მოხარშული შესქელებული რძე - 300 გრ
- ვანილის შაქარი - 10 გრ
- შაქარი - გემოვნებით
- ჟელატინი - 20 გ
- ცივი წყალი - 100 გრ
კარამელი:
- შაქარი 100 გრ
- ცხელი რძე - 100 მლ
- ფქვილი - 1 ჩ.კ.
- კარაქი - 30 გრ
- მწიკვი მარილი
- მოხალული არაქისი - 100 გრ
მომზადების წესი:
1. ჟელატინს დაასხით ცივი წყალი, აურიეთ და გასაფუებლად დატოვეთ;
2. შოკოლადიანი ორცხობილები დაფშვენით ხორცსაკეპი მანქანის ან ბლენდერის დახმარებით , ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ; დაფშვნილ ორცხობილას დაუმატეთ კაკაო (სურვილისამებრ), გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ - პლასტელინივით უნდა იკვრებოდეს; დაფშვნილი ორცხობილა ფორმაში გადაიტანეთ და ჭიქის დახმარებით დატკეპნეთ. ამის შემდეგ ფორმა მაცივარში მოათავსეთ (უმჯობესია, ფორმაში საკვების შესაფუთი პარკი ჩააფინოთ, რომ ნამცხვარი ფორმას ადვილად მოსცილდეს).
3. კრემის მოსამზადებლად არაჟანი ღრმა თასში გადაასხით, ვანილი მოაყარეთ და კარგად ათქვიფეთ. თქვეფის დროს თანდათანობით დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ვანილი. კარგად თქვიფეთ, სანამ გლუვი და ერთგვაროვანი გახდება;
ამ დროის განმავლობაში, ჟელატინი უკვე კარგად გაფუვდებოდა. გაადნეთ ის წყლის აბაზანაზე. გამდნარი ჟელატინი ჩაასხით კრემში და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
მაცივრიდან ორცხობილებიანი ფორმა გამოიღეთ, კრემი ჩაასხით და ისევ მაცივარში, დაახლოებით 1 საათით დატოვეთ.
4. კარამელის მომზადება უნდა დაიწყოთ მაცივრიდან კრემიანი ფორმის გამოღებამდე ოცი წუთით ადრე.
მშრალ ტაფაზე დაყარეთ ფქვილი და მუდმივი მორევით მოხალეთ, სანამ ოქროსფრი გახდება.
დაუმატეთ კარაქი, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ურიეთ, სანამ არ გადნება.
როცა შაქარი ბოლომდე გადნება და მასა ერთგვაროვანი გახდება, მცირე ულუფებით დაამატეთ ძალიან ცხელი რძე და მუდმივად ურიეთ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მწიკვი მარილი დაამატოთ, რომელიც შესანიშნავად აძლიერებს კარამელის გემოს.
როცა დარწმუნდებით, რომ კარამელი გლუვი და ერთგვაროვანია, გადმოდგით ცეცხლიდან.
მზა კარამელი 5-7 წუთის განმავლობაში შეაგრილეთ, რათა ჟელატინი არ გაადნოს.
5. ფორმა მაცივრიდან გამოიღეთ, შიდა მხარეზე ოდნავ ზეთი წაუსვით, რომ კარამელი არ მიეკროს და მოხალული მიწის თხილი მოაყარეთ. თავზე კარამელი მოასხით.
კარამელი კოვზის დახმარებით გაასწორეთ და ნამცხვრის ფორმა ორი საათით მაცივარში შედგით.
ორი საათის შემდეგ ფორმა ნამცხვარი მაცივრიდან გამოიღეთ და ფორმა ფრთხილად მოხსენით.
ტორტი „სნიკერსი“ მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან