სილამაზე/ჯანმრთელობა

დღეში მართლა 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ?

funtime

14:00 შაბ. 21 აგვისტო

წყალი ყოველდღიურ
ცხოვრებაში
14
დაკოპირებულია

სინამდვილეში რამდენი წყალი სჭირდება ორგანიზმს, ონკანის წყალი უნდა დავლიოთ თუ გაფილტრული, იგულისხმება თუ არა ამ დროს ყავა ან ჩაი? - მოდით, ამ ყველაფერში კარგად გავერკვეთ!

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ წყალზე:

რამდენი წყალი სჭირდება ორგანიზმს?

- არსებობს ერთი ჭეშმარიტება - ორგანიზმს სჭირდება იმდენი წყალი, რამდენსაც კარგავს. ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზმსა და სიტუაციაზე. მაგალითად, თუკი ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსია და ფიზიკურად დატვირთული არ ხართ, თქვენი დღე-ღამეში დახარჯული სითხე ერთ კილოგრამზე, დაახლოებით, 40 მლ წყალს შეადგენს. გამოდის, თუკი 60 კილოგრამს იწონით, დღეში 2,4 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. მაგრამ, რაც უფრო ცხელა, ჰაერის ტემპერატურა მშრალია და ფიზიკური დატვირთვაც მაღალი, მით უფრო მეტ სითხეს კარგავს ორგანიზმი. ზუსტი მაჩვენებელი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ ამის ზუსტად დადგენა თითქმის შეუძლებელია და არც საჭირო არ არის. ჯანმრთელ ადამიანს წყურვილი მაშინ აწუხებს, როდესაც წყალი სჭირდება. ამიტომ საკმარისია დალიოთ წყალი მაშინ, როდესაც მოგინდებათ.

რა იქნება, თუკი იმაზე ნაკლებ სითხეს მივიღებ, ვიდრე ჩემი ორგანიზმი კარგავს?

- არსებობს საფრთხე, რომ დაღლილობა და თავბრუსხვევა იგრძნოთ. გაგიჭირდებათ კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრირება და განწყობაც გაგიფუჭდებათ - ეს ყველაფერი კი გაუწყლოების მიზეზია. რა თქმა უნდა, აქ საუბარია წყლის მცირე დისბალანსზე, წყლის დალევის რეჟიმის უმნიშვნელო დარღვევაზე. ხანგრძლივი გაუწყლოება ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თუკი საჭირო რაოდენობაზე მეტ წყალს დავლევ?

- საშიში არაფერი მოხდება - ორგანიზმი ზედმეტ სითხეს ჩვეულებრივ გამოდევნის. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა. წყლის გადამეტებული დალევა ორგანიზმის გადამეტებულ დატვირთვას უდრის.

მინერალური წყალი თუ ჩვეულებრივი წყალი?

- ერთი ლიტრი მინერალური წყალი გრამზე მეტ მინერალურ ნივთიერებას და კომპონენტებს შეიცავს, რასაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. მთავარია, ვიცოდეთ, რაში სჭირდება თქვენს ორგანიზმს მინერალური წყალი.
ჩვეულებრივი ჰიდრატაციისთვის მინერალური წყლის მიღება დაუშვებელია. თუკი მინერალური წყლის გემო მოგწონთ, ყოველდღიური მიღებისთვის აირჩიეთ ისეთი, რომელიც მარილის რაოდენობის მხრივ ყველაზე ნეიტრალურია, რაც ბოთლის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული.

და რაც შეეხება ონკანის წყალს?

- ონკანიდან წამოსული წყალი სუფთა და უსაფრთხოა. რეგულირდება სანიტარიული ნორმებით, რასაც მუდმივ და მკაცრ მეთვალყურეობას უწევენ. ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ და თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც წყლის მილები იჟანგება. ეს შესაძლოა, ქსელში სარემონტო სამუშაოებმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ონკანს მარტივი ფილტრი მოარგოთ ან ნადგომი წყალი დალიოთ.

🔰🔰🔰:

რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?

რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?

რატომ არის საშიში წამლისთვის ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ შევამოწმოთ იმ პროდუქტის ხარის...

ხაჭოს ცნობა

როგორ ვუშველოთ უძილობას – მიზეზები,...

როგორ ვუშველოთ უძილობას

7 ცვლილება, რომელსაც უმოძრაო ცხოვრე...

რა პრობლემებს იწვევს
დიდხანს ჯდომა?

5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა

ჯანმრთელობისთვის მავნე
ჩვევები

რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ა...

ძილის ხანგრძლივობა
ასაკში

გაფილტრული, ანადუღარი თუ ბოთლის? -...

წყალი - ონკანის, ბოთლის თუ
გაფილტრული?

შეიძლება თუ არა შოკოლადის ჭამა, თუ...

საშიშია თუ არა თეთრი
ნადები შოკოლადზე

რატომ არ შეუძლია კოღოს შიდსის ვირუს...

კოღო და შიდსის ვირუსი

სასარგებლოა თუ არა ქათმის ღვიძლი ჯა...

ქათმის ღვიძლის სარგებელი