სილამაზე/ჯანმრთელობა

რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?

fun time

14:00 ორშ. 14 დეკემბერი, 2020 წელი

წყალი უზმოზე

14
დაკოპირებულია

ეს იაპონელი ქალების მარადიული ახალგაზრდობის, უნაკლო „ფაიფურის კანის“ და მოხდენილი ფიგურის საიდუმლოა. უზმოზე წყლის დალევაა - ამ მარტივ იაპონურ რიტუალს, მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, ჯანმრთელობისა და სილამაზის თვალსაზრისით, ბრწყინვალე შედეგები აქვს.

💧 როგორც კი დილაობით წყლის სმას დაიწყებთ, რამდენიმე დღეში თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ. აშკარად იგრძნობთ, რომ თქვენი სხეული იწმინდება.

💧 გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ უზმოზე 0,5 ლიტრი წყლის დალევა (!) სიმშვიდის მდგომარეობაში მეტაბოლიზმს საათში 10-30% -ით ზრდის!

💧 გარდა იმისა, რომ უზმოზე წყლის დალევა აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და მოქმედებს როგორც მადის დამთრგუნველი საშუალება.

💧 მას შემდეგ, რაც დილით წყლის დალევას მიეჩვევით, გულძმარვის პრობლემა გაქრება და ყოველი ჭამის შემდეგ დისკომფორტს აღარ იგრძნობთ.

💧 როგორც კი უზმოზე წყლის სმას ცხოვრების წესად აქცევთ, სახეზე ნაოჭები შემცირდება და კანი უფრო ჯანმრთელ და ახალგაზრდულ იერს მიიღებს. კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და ის, ძირითადად, წყლისგან შედგება. თუ კანს საკმარისი ოდენობის წყალი არ მიეწოდება, ის შრება, იქერცლება და დაბერებას იწყებს.

💧 უზმოზე წყლის დალევა თმის ზრდასაც ეხმარება და თმის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. თავის კანი გაცილებით ჯანსაღი ხდება და ნაკლებად შეგექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიმშრალე, ქავილი ან ქერტლი.

💧 წყალი სხეულის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას და, შესაბამისად, სხეულის სისტემების გამართულ მუშაობას ეხმარება.

💧 წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

💯 ასე რომ, იაპონელი ქალების ამ მარტივ რიტუალს ნამდვილად სასწაულის მოხდენა შეუძლია.

აუცილებლად სცადეთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა