სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?

fun time

11:00 შაბ. 23 იანვარი, 2021 წელი

წყლის სარგებელი

14
დაკოპირებულია

ტიბეტურ მონასტერში მცხოვრები ლამები დილაობით ცივი წყლის სმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი საიდუმლო კი უზმოზე ცხელი წყალია. 

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა თავის ორგანიზმს მოსწიოს, უზმოზე ცივი, ყინულიანი წყლისა და წვენების მიღებაა, - ამბობენ ტიბეტელი ლამები.

ამას იმით ხსნიან, რომ ცივი წყლის დალევის შემდეგ ორგანიზმი, გაღვიძების ნაცვლად, შოკს იღებს. ამ დროს ირთვება სიგნალი, რომელიც წყლის ორგანიზმის ტემპერატურამდე გათბობისკენ არის მიმართული. პარალელურად, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლძარღვების სპაზმი იწყება. კუჭის კედლების დაცვისთვის ორგანიზმი მეტ ლორწოს გამოიმუშავებს, შესაბამისად, საჭმლის მონელების პროცესი ნელდება.
სასარგებლო ნივთიერებების ათვისების ნაცვლად, ორგანიზმის ენერგია წყლის ტემპერატურის დარეგულირებას ხმარდება. ეს კი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება არ გახლავთ, პირიქით...

ტიბეტელი ლამების მტკიცებით, ცივი წლისგან განსხვავებით, ცხელი წყლის მიღება ანადგურებს ორგანიზმში ღამის განმავლობაში დაგროვილ მიკრობებს, ებრძვის მაღალ წნევას, ანემიას, სიმსუქნეს, ართრიტს და სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს.

ჩინეთში ბავშვებს პატარაობიდან ასწავლიან ჭამის წინ ცხელი წყლის დალევას. კაფესა და რესტორნებშიც კი, სანამ კლიენტს შეკვეთას მიუტანენ, ფინჯნით ცხელი წყალი მიაქვთ. ამასთანავე, წყლის ტემპერატურა 40-45 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

P.S. რომ გაარკვიოთ, უზმოზე რომელი უმჯობესია - ცივი თუ თბილი წყალი, ალბათ პირადად უნდა გამოსცადოთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უზმოზე ცივი წყალი ბევრს მოსწონს, ჯანმრთელობად მიაჩნიათ და ამაზე თავისი არგუმენტებიც აქვთ. ერთი რამ კი ფაქტია: წყლის სარგებლობა უდავოა და ორგანიზმმა დღის განმავლობაში საკმარისი სითხე უნდა მიიღოს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა