რატომ იკრძალება აშშ-სა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვება?
15:27 სამ. 18 მაისი, 2021 წელი
წვიმის წყლის გემო სასმელი წყლის გემოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და მისი დალევა არასასურველია, მაგრამ საკუთარ ნაკვეთში, ხეხილისა და ბოსტნეულის მოსარწყავად წვიმის წყალი შესანიშნავი საშუალებაა. როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ზოგ წვიმის წყლის დალევა თავისუფლად შეგიძლიათ, მაგრამ მოსარწყავად მისი გამოყენება აკრძალულია.
1. აშშ-სა და კანადის წყლის პოლიტიკა
ამ ქვეყნებში მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარება საკმაოდ მკაცრად რეგულირდება. მაგალითად, თუ თქვენს კერძო ტერიტორიაზე ნაკადული მიედინება, მისი გადაკეტვის უფლება არ გაქვთ, რათა სხვა მოქალაქეების უფლებები არ დაარღვიოთ.
იმავე მიზეზით, ადამიანს თავის კერძო ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე ჭის ამოთხრის უფლებაც არ აქვს. ნებართვისთვის მან ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართოს, რომელიც ადგილზე სპეციალისტებს გაგზავნის, ტერიტორიას შეისწავლის და საბოლოოდ გასცემს ან არ გასცემს ნებართვას. ასეთი სიმკაცრის მიზეზი ისაა, რომ ბევრი ჭის არსებობამ შეიძლება ეკოსისტემა დააზიანოს.
რაც შეეხება წვიმის წყალს, ის სხვადასხვა წყალსატევში ჩაედინება. ამ წყლის შესაგროვებლად, მოქალაქეს ნებართვის მიღება სჭირდება. თუ საუბარია პატარა კონტეინერზე, რომელშიც წვიმის წყალი სახლის სახურავიდან ჩაედინება, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს, მაგრამ თუ წყალი დიდ აუზში ან დეკორატიულ წყალსატევში გროვდება, ნებართვის გარეშე პრობლემები არ აგცდებათ
2. მკაცრი ჯარიმები წვიმის წყლის გამოყენებისთვის
ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში კლიმატი მშრალია, ამიტომ წყლის კანონის დაცვა საკმაოდ მკაცრად კონტროლდება. 2017 წელს ორეგონის შტატში, შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის საზღვართან წყლის კანონის დარღვევისთვის ამერიკელს 1500 დოლარის გადახდა და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის მიზეზი კერძო მიწაზე ამოთხრილი სამი დიდი წყალსაცავი გახდა, რომელიც ნელ-ნელა წვიმის წყლით ივსებოდა. ამერიკელი მთავრობის გაფრთხილებებს არ უსმენდა და აცხადებდა, რომ საკუთარ მიწაზე რასაც უნდოდა, იმას ამოთხრიდა.
კანადაში არა მხოლოდ წვიმის წყლის შეგროვება, არამედ მისი გამოყენების სფეროც კონტროლდება.
კანადის სხვადასხვა პროვინციაში განსხვავებული კანონებია - ზოგან ამ წყლის გამოყენება მხოლოდ მორწყვისთვის ან გარეცხვისთვის შეიძლება. ასევე კონტროლდება ტემპერატურა, რომელზეც წყალი ინახება. ეს სავარაუდოდ, კლიმატურ პირობებს უკავშირდება - ყინვაში წყლის მილები შეიძლება გასკდეს და წყალი დაიკარგოს.
3. დავლიოთ წვიმის წყალი თუ არა?
ზოგი ადამიანი წვიმის წყალს გაფილტვრის შემდეგ სასმელად გამოიყენებს, მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის მაინც სახიფათოა.
სხვათა შორის, თუ მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ იმაზე მეტ წყალს აგროვებთ, ვიდრე პირადი მოხმარებისთვის გჭირდებათ, თქვენკენ ბევრი კითხვა წამოვა.
კანადაში არაერთი კანონი მოქმედებს, რომელიც კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების მფლობელთა მოქმედებას ზღუდავს. ამიტომ თუნდაც თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ყველაფერს, რაც მოგესურვებათ, ვერ გააკეთებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან