იცით თუ არა

25 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ!

fun time

20:00 პარ. 29 იანვარი, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
ადამიანის ორგანიზმის
შესახებ

14
დაკოპირებულია

ადამიანის ორგანიზმი, მართლაც, სრულყოფილია, საკითხავი ის არის, რამდენად ვუფრთხილდებით ჩვენ ამ სრულყოფილებას...

1. ადამიანების გარდა, უნიკალური თითების ანაბეჭდები კიდევ კოალებს აქვთ.
2. ბაქტერიების მხოლოდ 1%-ია ადამიანებისთვის საშიში.
3. პლანეტაზე მობინადრე ადამიანების კომფორტულად მოთავსება 1000 მეტრის სიგრძის წიბოების მქონე კუბში შეიძლება.
4. ჭიპის სამეცნიერო სახელია უმბილიკუსი.
5. კბილი ადამიანის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვითაღდგენის უნარი არ გააჩნია.


6. ადამიანი, საშუალოდ, 7 წუთში იძინებს.
7. მემარჯვენე ადამიანი საკვებს ძირითადად ყბის მარჯვენა ნაწილით ღეჭავს, ცაცია - მარცხენათი.
8. მსოფლიოში ცაციები მოსახლეობის 7%-ს შეადგენენ.
9. ბანანისა და ვაშლის არომატი გახდომაში გვეხმარება.
10. ცხოვრების განმავლობაში ადამიანის თავზე 725 კილომეტრის სიგრძის თმა იზრდება.


11. იმ ადამიანთა შორის, ვისაც ყურების მოძრაობა შეუძლია, მხოლოდ ცალი ყურის ამოძრავებას მესამედი ახერხებს.
12. საშუალო ადამიანი სიცოცხლეში 8 პატარა ობობას ყლაპავს.
13. ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიების საერთო წონა 2 კილოგრამს აღწევს.
14. ორგანიზმში არსებული კალციუმის 99% კბილებშია.
15. ადამიანის ტუჩები ასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითების ბოლოები. ნამდვილი კოცნა პულსს წუთში 100 და მეტ დარტყმამდე ზრდის.


16. საღეჭი კუნთების აბსოლუტური ძალა ცალ მხარეზე 195 კილოგრამს შეადგენს.
17. კოცნისას ერთი ადამიანიდან მეორეს ბაქტერიების 278 სხვადასხვა კულტურა გადაეცემა. საბედნიეროდ, მათგან 95% ზიანის მომტანი არაა.
18. პარტენოფობია - ქალიშვილების მიმართ შიშს ნიშნავს.
19. კბილის ემალი ადამიანის ორგანიზმის მიერ წარმოებული ყველაზე მაგარი ქსოვილია.
20. ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი რკინა რომ მოვაგროვოთ, საათის პატარა ჭანჭიკი თუ გამოვა.


21. სურდოს გამომწვევი 100-ზე მეტი ვირუსი არსებობს.
22. საკმაო ხანგრძლივობის კოცნა ნებისმიერ კევზე უფრო კარგად აღადგენს მჟავიანობას პირის ღრუში.
23. კედელზე თავის მირტყმით საათში 150 კალორიის დაწვა შეიძლება.
24. ადამიანი ერთადერთი ცხოველია პლანეტაზე, რომელსაც სწორი ხაზების ხატვა შეუძლია.
25. ცხოვრების მანძილზე ადამიანის კანი, დაახლოებით, 1000-ჯერ იცვლება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გა...

საზამთრო

როგორი იძია შური „როლს-როისზე“ ინდო...

მაჰარაჯა, როლს-როისი

არასოდეს ჩახვიდეთ თუ მელოტი ხართ -...

მელოტი კაცი

ესპანეთში ზღვაში მოშარდვისთვის ჯარი...

ზღვა ესპანეთში

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კ...

ვის კბენს კოღო?

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწა...

ქალაქი მექა

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარ...

გიგანტური აქატინას
შესახებ