საკნატუნო ამბები

როგორ იჩხუბეს საბჭოთა კოსმონავტებმა კოსმოსში არყის გამო

fun time

14:00 შაბ. 2 ოქტომბერი, 2021 წელი

საბჭოთა კოსმონავტები
პეტრე კლიმუკი და ვიტალი
სევასტიანოვი

14
დაკოპირებულია

ეს დაუჯერებელი ამბავი 1975 წელს მოხდა - საბჭოთა კოსმონავტები პეტრე კლიმუკი და ვიტალი სევასტიანოვი ორბიტულ სადგურ „Салют-4“-ზე ერთი ბოთლი არყის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კოსმონავტები ორბიტულ სადგურზე 1975 წლის მაისში, სოიუზ-18-ით ჩაფრინდნენ. საბოლოოდ, ექსპედიცია, რომელიც 28 დღე უნდა გაგრძელებულიყო, 35 დღე გაგრძელდა.

როგორ აღმოჩნდა კოსმოსში არაყი?

საქმე ისაა, რომ იმ წლებში, ხანგრძლივი ფრენების დროს იმუნიტეტის შესანარჩუნებლად, კოსმონავტების პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში შედიოდა ელეუტეროკოკის სპირტზე დამზადებული ნაყენი. კოსმოსთან ადაპტაცია რომ გაადვილებოდათ, კლიმუკმა და სევასტიანოვმა ბოთლი ფრენის დასაწყისში გაანახევრეს, ხოლო მეორე ნახევრის „ათვისებას“ ფრენის დასრულებისას გეგმავდნენ. როდესაც ფრენის გახანგრძლივების შესახებ გაიგეს, კოსმონავტებმა ნაყენის ბოლომდე დალევა გადაწყვიტეს, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ მასში მხოლოდ 50 გრამი იყო დარჩენილი.

კლიმუკმა და სევასტიანოვმა ერთმანეთი სასმლის ჩუმად დალევაში დაადანაშალეს და მცირე დაპირისპირების შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტეს. რამდენიმედღიანი ბუტიაობის შემდეგ სევასტიანოვს ნერვები აღარ ეყო და დარჩენილი სასმელი კოლეგას დაუთმო. საბოლოოდ, კოსმონავტებმა აღმოაჩინეს რომ ბოთლში მწარე კონცენტრატი დარჩენილა, ხოლო სასმელის ალკოჰოლური კომპონენტი მთლიანად აორთქლებულა. ამით კოსმონავტებს შორის კონფლიქტი ამოიწურა.

ამჟამად კოსმოსურ სადგურებზე ალკოჰოლის და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებების (დეოდორანტები, ტუალეტის წყალი და ა.შ) არსებობა ოფიციალურად აკრძალულია, რადგან მისმა ორთქლმა შეიძლება ჰაერის გამწმენდი სისტემის მყისიერი მოშლა გამოიწვიოს.

წყარო: ria.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)