იცით თუ არა

ტყის ხანძრებს ფრინველები აჩენენ?

fun time

18:00 სამ. 11 ოქტომბერი, 2022 წელი

ტყის ხანძრები

14
დაკოპირებულია

ყოველწლიურად მსოფლიოში 7-8 მილიონი ხანძრის შემთხვევა ხდება. მეცნიერებს ტყის ხანძრების მიზეზებს შორის ორი საინტერესო ვერსია აქვთ.

პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც მეცნიერებს ჩრდილოეთ ავსტრალიის აბორიგენთა ტომებმა მიაწოდეს,
ამ ვერსიის თანახმად, სოროებში საიმედოდ დამალული მღრღნელების გამოტყუების მიზნით მტაცებელი ფრინველები (ქორი, მიმინო) ხმელ ბალახებსა თუ ბუჩქნარში აალებულ ხის ტოტს აგდებენ.

„თავად დავინახე, რომ ქორს კლანჭებში აბოლებული ტოტი ეჭირა და ხმელი ბუჩქნარისკენ მიჰქონდა. ცეცხლის გამჩაღებელმა ტოტი ბუჩქებში ჩააგდო, შორიახლოს ჩამოჯდა და დაელოდა, სანამ შეშინებული მღრღნელები სოროებიდან გამოძვრებოდნენ“.

ტყის ხანძრების თემაზე მომუშავე მკვლევარმა მარკ ბონტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მტაცებელი ცეცხლის გასაჩაღებლად ადამიანის მიერ დატოვებული კოცონის ნაკვერჩხალსაც იყენებს. ამ ვერსიის დასადასტურებლად, ბონტსა და მის გუნდს გარკვეული პერიოდის მანძილზე ავსტრალიელ აბორიგენებთან ერთად ცხოვრება მოუწიათ.

მეორე ვერსია კი ელექტრობას ეხება. კერძოდ, ფრინველებისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილია ელექტროგადამცემი სადენები, რომლებიც მაღალი ძაბვა გადის.

როგორც წესი, ფრინველი მხოლოდ ერთ სადენზე ჯდება და უსაფრთხოდ არის, მაგრამ საკმარისია აფრენისას მეორე კაბელს ან დამიწების ბოძსაც შეხოს და, დენის დარტყმა გარდაუვალია. ამ დროს, როგორც მეცნიერი ტეილორ ბარნსი (Taylor A. Barnes) ამბობს, ფრინველის ფრთები აალდება და თუ ცეცხლმოდებული ჩიტი ხმელ ბალახზე დაეცემა, ხანძარი გარდაუვალია.

ასეთი საფრთხის წინაშე დიდი ზომის ფრინველები არიან.


წყარო: www.nytimes.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით