იცით თუ არა

რატომ ფუთავენ ამერიკელები გიგანტურ ხეებს ალუმინის ფოლგაში?

fun time

12:41 ოთხ. 29 სექტემბერი, 2021 წელი

როგორ იცავენ ხანძრისგან
გიგანტურ ხეებს

14
დაკოპირებულია

გიგანტური სეკვოიები მსოფლიოში ცნობილი კალიფორნიის ეროვნული პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახლავთ. ჩვეულებრივი სეკვოიასგან განსხვავებით, ეს კონკრეტული ჯიში თავისი უზარმაზარი ზომით გამოირჩევა. 

მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 115-მეტრიანი ხეც, სახელად „ჰიპერიონი“, კალიფორნიაში იზრდება, მაგრამ ოკეანესთან ახლოს მდებარე რედვუდის ეროვნულ პარკში.

სეკვოიების ეროვნულ პარკში, რომელსაც „გიგანტურ ტყესაც“ უწოდებენ, კიდევ ერთი რეკორდსმენი, სახელად „გენერალი შერმანი“ „ცხოვრობს“. ეს ხე მსოფლიოში მოცულობით ყველაზე დიდია - მისი სიმაღლე 84 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრი 11 მეტრზე მეტია.

სწორედ ასეთი სამუშაოს შესრულება მოუხდათ ადგილობრივ მეხანძრეებს კალიფორნიის ტყეებში ხანძრის დროს, როცა „გიგანტურ ტყეს“ საფრთხე დაემუქრა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ორი ათასამდე გიგანტური სეკვოია სპეციალური, ცეცხლგამძლე მასალით დაეფარა, რომელიც ალუმინის ფოლგას წააგავს. ეს მასალა ხანძრის დროს შენობა-ნაგებობების ცეცხლისგან დასაცავად გამოიყენება.

სპეციალისტების აზრით, გიგანტური სეკვოიების ამ გზით დაცვა უბრალოდ, თავის დაზღვევაა, რადგან სქელი და საკმაოდ ტენიანი ქერქი ხეს ისედაც საიმედოდ იცავს.

უფრო მეტიც:

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გიგანტური სეკვოიები ხანძრის გარეშე საერთოდ არ მრავლდებიან, რადგან მიწაში მყოფი გირჩის თესლი მხოლოდ ძლიერი გაცხელებისას იხსნება. თესლმა შეიძლება მიწაში წლები გაატაროს და „ცეცხლოვან ვნებას“ მოთმინებით ელოდოს.

გიგანტური სეკვოიების სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა ძნელია, ამიტომ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. მაგალითად, ზემოხსენებული „ჰიპერიონი“ დაახლოებით, 800 წლისაა, „გენერალი შერმანი“ კი - სავარაუდოდ, 2 ათასზე მეტი წლის წინ აღმოცენდა. შესაბამისად, ეს ხე იესო ქრისტეს დაბადებისას უკვე არსებობდა.

ვიმეორებთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გიგანტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 ათასი წელია, თუმცა რამდენად მართალია ეს ვერსია, ალბათ, მხოლოდ ჩვენი შთამომავლები გაიგებენ.

🔰:

14 ფოტო, სადაც ბუნებამ ცივილიზაცია დაამარცხა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხანძრის ზონაში მოყევით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია