იცით თუ არა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხანძრის ზონაში მოყევით

fun time

14:00 ორშ. 9 აგვისტო, 2021 წელი

ხანძართან ბრძოლის წესები

14
დაკოპირებულია

ვის არ უყვარს წელიწადის ცხელ დროს ბუნების სიგრილეში დასვენება, ნაკვერჩალზე მწვადის შეწვა და დროის სასიამოვნოდ გატარება, თუმცა უსაფრთხოების წესებს ყველა როდი იცავს, რაც ხშირად ხანძრის გამომწვევი მიზეზი ხდება. არსებობს ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზებიც, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მისი დროული აღმოჩენა და სწრაფი რეაგირებაა. გთავაზობთ პროფესიონალი მეხანძრის რამდენიმე რჩევას:

თუ ტყეში მცირე ხანძრის კერას წააწყდით, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები მის შესაჩერებლად და ამავდროულად, უახლოეს დასახლებულ პუნქტში დახმარებისთვის ვინმე გაგზავნეთ.

ტყის მცირე ხანძართან გამკლავება 3-5 ადამიანს ნახევარ საათში შეუძლია, თანაც სპეციალური საშუალებების გარეშე - ხის ტოტების, ბრეზენტის ან ტანსაცმლის დახმარებით:

ცეცხლს უკან, მისი წარმოშობის კერისკენ უნდა დავახევინოთ. პატარ-პატარა კერები კი ფეხით ჩავაქროთ.
ხანძრის ჩაქრობის ეფექტური და გავრცელებული მეთოდი ცეცხლზე მიწის მიყრაა. თავდაპირველად, ცეცხლის ალზე ნიჩაბს ურტყამენ და მიწას აყრიან. შემდეგ კი ცეცხლის კერის გარშემო რამდენიმე სანტიმეტრის სისქისა და, დაახლოებით, ნახევარი მეტრის სიგანის მიწის უწყვეტ, დამცავ ზოლს ავლებენ. ამ მეთოდით, ერთ ადამიანს შეუძლია, ნახევარ საათში 20-მეტრიანი მიწის დამცავი ზოლი გააკეთოს.

თუ ხედავთ, რომ ტყის ხანძართან დამოუკიდებლად გამკლავებას ვერ შეძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად და სწორად გაეცალეთ ტერიტორიას:

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანს წუთში 80 მეტრის გავლა შეუძლია, ხანძარი კი წუთში 1-დან 3 მეტრამდე ტერიტორიას ედება. ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან გამოსვლისას უნდა იმოძრაოთ ქარის საპირისპირო მხარეს, ხანძრის კერის პერპენდიკულარულად. სასურველია, მდინარეს ან ნაკადულს გაჰყვეთ.

ძლიერი დაკვამლიანების დროს, ცხვირი და პირი სველი ნაჭრით, პირსახოცით ან ტანსაცმლის ნაწილით აიხვიეთ.

როცა ხანძარი სტიქიად იქცევა და ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება, მოსახლეობის დაცვის მიზნით ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები. სტიქიის ზონაში, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ერთვება მძიმე ტექნიკა და საჯარისო შენაერთები. აუცილებლობის შემთხვევაში, ხდება ადამიანების ევაკუაცია. სახლების დატოვების წინ, თუ ამის დრო არის, ადამიანები პირად ნივთებსა და ტანსაცმელს ქვისგან აშენებულ ნაგებობებში ინახავენ ან მიწაში მარხავენ.

თუ ევაკუაცია იგვიანებს, ადამიანებმა თავი ჰერმეტულად ნაგებ ქვის შენობებს, ღია, გაშლილ სივრცეებს ან სტადიონებს უნდა შეაფარონ.

გახსოვდეთ, გაცილებით ადვილია ხანძრის თავიდან აცილება, ვიდრე მასთან ბრძოლა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?