იცით თუ არა

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა საუკუნეების წვეტიანი ფეხსაცმელი?

fun time

16:20 სამ. 4 აგვისტო

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

14
დაკოპირებულია

პულენები ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უცნაური ფეხსაცმლის ტრენდია. მასში რაინდული სიმბოლიზმი, სოციალური მეტოქეობა, სექსუალური ქვეტექსტები და ფიზიკური ტანჯვა ერთმანეთს ერწყმის.

წვეტიანი ფეხსაცმლის მოდა უბრალო გართობის გამო არ გაჩენილა. მისი ინგლისური სახელი — crakows პირდაპირ გეოგრაფიული სათავეებისკენ მიუთითებს.

კოსტიუმების ისტორიკოსები პულენების გამოჩენას ინგლისის მეფე რიჩარდ II-ისა და ანა ბოჰემიელის 1382 წლის ქორწინებას უკავშირებენ. აღმოსავლეთ ევროპიდან, პოლონეთის მაშინდელი დედაქალაქის, კრაკოვის გავლით ჩამოსული პრინცესას ამალამ ყურადღება უცნაური ფეხსაცმელებით მიიქცია, რომლებსაც წვრილი და ზემოთ აწეული ცხვირები ჰქონდათ.

ევროპელებმა ეს დეტალი წამყვან სტილად აქციეს. მალე ოდნავ წვეტიანი ფეხსაცმლის ცხვირმა სწრაფი ცვლილება განიცადა და დამოუკიდებელ არტ-ობიექტად იქცა.

პულენები რთული საინჟინრო კონსტრუქცია იყო. შუა საუკუნეების მეწაღეები ფეხსაცმლის წვეტიან ცხვირს, რომელიც მტაცებელი ფრინველის ნისკარტს წააგავდა, ხავსით, მატყლით ან ცხენის ძუით ავსებდნენ. სწორედ ამიტომ უწოდეს ფეხსაცმელს poulaines (ძველ-ფრანგულად poulain — „პოლონური“ ან „ქათამი“, რაც ფრინველის ნისკარტზე მიანიშნებდა).

პულენები ძვირფასი კორდობური ტყავისგან იკერებოდა და ხავერდითა და აბრეშუმით იქარგებოდა. ფეხსაცმლის ძირი ხარის ტყავის რამდენიმე ფენისგან მზადდებოდა, ცხვირისთვის ფორმის შესანარჩუნებლად კი მოხარშულ ტყავს და ვეშაპის ულვაშს იყენებდნენ. ქვაფენილზე ასეთი ფეხსაცმლით სიარული საკმაოდ მოუხერხებელი და მტკივნეული იყო.

როცა პულენების ცხვირის სიგრძე 30 სმ-ს აჭარბებდა, დამხმარე საშუალებების გარეშე სიარული შეუძლებელი ხდებოდა და საქმეში ორი აქსესუარი ერთვებოდა: ძვირფასი ლითონის ჯაჭვი, რომელიც ფეხსაცმლის წვერს წინდის დამჭერზე ამაგრებდა და ხის სადგამები, რომლებსაც ფეხსაცმელზე თასმებით იბამდნენ, რათა ძვირფასი ქსოვილი ტალახში არ გასვრილიყო.

XIV–XV საუკუნეების ადამიანისთვის პულენის ფორმას განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საზოგადოება ფეხსაცმლის გრძელ ცხვირს აშკარა ფალოსურ სიმბოლოდ და ჰიპერმასკულინობის ნიშნად აღიქვამდა. მოხრილი ფორმა ფეხსაცმლის მფლობელის ნაყოფიერებასა და აგრესიულ ენერგიაზე მიანიშნებდა.

უბრალო ადამიანს უფლება არ ჰქონდა ჩაეცვა პულენი, რომელსაც ნახევარ ფუტზე (დაახლოებით 15 სმ) გრძელი ცხვირი ჰქონდა. რაინდს შეეძლო ერთფუტიანი ცხვირის მქონე პულენი მოერგო, ხოლო გრაფებსა და ჰერცოგებს ორ-სამ-ფუნტიანი, მიწაზე სათრევი ცხვირების მქონე პულენები ეტარებინათ, რომლებსაც ჯაჭვებით წელზე იბამდნენ.

პულენების ეპოქა თითქმის საუკუნე გაგრძელდა (XIV საუკუნის შუა წლებიდან XV საუკუნის ბოლომდე).

მკვლევრები მის დასასრულს ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირებენ. წვეტიანი ფეხსცმელების მოდის პიკი შავი ჭირის ეპიდემიას დაემთხვა და ეკლესიამ უცნაური ფეხსაცმელი ღვთის რისხვის მიზეზად გამოაცხადა — ადამიანები, რომლებსაც პულენები ეცვათ, ლოცვისას მუხლებზე დგომას ვერ ახერხებდნენ, შესაბამისად, ეშმაკის თანამზრახველებად ითვლებოდნენ.

1460-იან წლებში რომის პაპმა პულენები შეაჩვენა და ანათემას გადასცა, ხოლო იმ ეპოქის ერთ-ერთმა მთავარმა მოდის კანონმდებელმა - ბურგუნდიის ჰერცოგმა კარლოს გაბედულმა ჩაცმის სტილი მკვეთრად შეცვალა. მან მოდაში „ხარის ცხვირა“ ანუ ფართო და მომრგვალებული ცხვირის მქონე ფეხსაცმელი შემოიტანა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე