იცით თუ არა

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება გაგიჭირდებათ

fun time

16:30 კვი. 12 ივლისი

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

14
დაკოპირებულია

ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და იდუმალი მეცნიერებაა, რომელიც პარადოქსული მოვლენებით სავსეა. ჩვენს სტატიაში სწორედ ასეთ ინფორმაციას გაგიზიარებთ.

▪️ შუა საუკუნეებში პროთეზებს გარდაცვლილი ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ.

▪️ რომში ადამიანის შარდს ანტიბაქტერიულ პირის სავლებად იყენებდნენ.

▪️ 1487 წელს აცტეკების მთავარი ტაძრის (ტემპლო მაიორი, მეხიკოს ცენტრში) კურთხევისას მასშტაბური ადამიანური მსხვერპლშეწირვა გაიმართა. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობა 20 000-ს აღემატებოდა!

ტემპლო მაიორი (Templo Mayor)

▪️ ძველ ეგვიპტეში მსახურებს ტანზე თაფლს უსვამდნენ, რომ ბუზები მიეზიდათ და ფარაონს მშვიდად დაესვენა.

▪️ პეტრე პირველმა ცოლის საყვარელი სიკვდილით დასაჯა და ცოლი აიძულა, რომ მისი თავი საძინებელში, სპირტიან ჭურჭელში შეენახა.

▪️ XX საუკუნის დასაწყისში ბევრი თამბაქოს კომპანია ექიმებს საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის იყენებდა.

▪️ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ამერიკულ არმიას მხოლოდ თვრამეტი პილოტი ჰყავდა.

▪️ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა ბრიტანული ტანკი ჩაის მოსამზადებლად საჭირო მოწყობილობით აღჭურვილია.

▪️ 1980 წელს სადამ ჰუსეინმა ამერიკული ქალაქ დეტროიტის გასაღები მიიღო. ჰუსეინს დეტროიტის ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცეს მას შემდეგ, რაც მან ადგილობრივ ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას მსხვილი თანხა შესწირა. ცერემონია ბაღდადში გაიმართა.

▪️ ბოლო სამ-ნახევარი ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობას მშვიდობიანი ცხოვრება მხოლოდ ორასი წლის განმავლობაში ჰქონდა.

▪️ მსოფლიოში ათი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი (სამოქალაქო ომების და მასშტაბური აჯანყებების ჩათვლით) შვიდი ჩინეთში მიმდინარეობდა:

    • ტაიპინგის აჯანყება — დაახლოებით 20–30 მილიონი დაღუპული.
    • ან ლუშანის აჯანყება — შეფასებები 13–36 მილიონამდე მერყეობს. ეს იმ დროს ეს პლანეტის მოსახლეობის თითქმის მეექვსედი იყო.
    • მინგისა და ცინის დინასტიებს შორის ომი — დაახლოებით 20–25 მილიონი.
    • დუნგანების აჯანყება — დაახლოებით, 8–12 მილიონი.
    • ყვითელი ტურბანების აჯანყება — რამდენიმე მილიონი მსხვერპლი.
    • ჩინეთის სამოქალაქო ომი — რამდენიმე მილიონი.
    • მეორე სინო-იაპონური ომი — დაახლოებით 15–25 მილიონი ჩინელი დაიღუპა (სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობა ერთად).

▪️ მაიას ტომი ადამიანების მსხვერპლად მათი ჯერ კიდევ მფეთქავი გულების ამოგლეჯით წირავდა.

▪️ როდესაც ძველ ეგვიპტეში ფარაონი კვდებოდა, მის ცხედარს ყველა ცოცხალ მსახურთან ერთად კრძალავდნენ.

▪️ არსებობს ვარაუდი, რომ ძვ.წ. 323 წელს, როდესაც 32 წლის ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მხედართმთავარი კომაში ჩავარდა და იმდროინდელი დიაგნოსტიკური თავისებურებების გამო, შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადეს და ცოცხლად დამარხეს.

▪️ XVII-XIX საუკუნეებში ინგლისში უცნაური ტრადიცია არსებობდა: თუ ქმარს განქორწინება სურდა, მას შეეძლო ცოლისთვის კისერზე თოკი მოება, ბაზარში გაეყვანა და გაეყიდა.

▪️ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეკობრე - არა მხოლოდ ქალებს შორის, არამედ საერთოდ ყველა მეკობრეს შორის იყო ჩინელი მეძავი ქალი ჟენგ ი საო, რომელიც ასობით გემისგან შემდგარ ფლოტს მეთაურობდა.

მის კონტროლქვეშ იყო, დაახლოებით 300–600 გემი (სხვადასხვა წყარო სხვადასხვა რიცხვს ასახელებს) და 20 000–70 000-მდე მეკობრე. იმ დროისთვის ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საზღვაო ძალა იყო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა