იცით თუ არა

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (video)

fun time

17:03 ოთხ. 10 ივნისი

Kanazawa Ice cream

14
დაკოპირებულია

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა კანაზავას უნივერსიტეტიდან (Kanazawa University). რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ცნობილი ეროვნული (სახელმწიფო) კვლევითი უნივერსიტეტია და საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, შექმნა ნაყინი, რომელიც მზის გულზეც კი არ დნება.

იაპონელი მეცნიერების ქმნილებას საფუძვლად ერთ-ერთი მზარეულის შემთხვევითი აღმოჩენა დაედო.

მზარეულს სთხოვეს მოეფიქრებინა, როგორ შეიძლებოდა 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მოყვანილი მარწყვის გამოყენება. ამ მარწყვს ლამაზი ფორმა არ ჰქონდა, რის გამოც მყიდველებს მისი შეძენა არ სურდათ.

მზარეულმა მარწყვის სხვადასხვა გზით გამოყენება სცადა და აღმოაჩინა, რომ მარწყვის დამატებისას ნაღები მყარდებოდა. ამ ფენომენის შესწავლა კანაზავას უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ ნაღების გამყარებას უზრუნველყოფდა მარწყვში არსებული ნაერთი, სახელად პოლიფენოლი. სწორედ ის არ აძლევს წყალსა და ცხიმს ერთმანეთისგან განცალკევების საშუალებას.

მეცნიერებმა პოლიფენოლი ნაყინს შეურიეს და დარწმუნდნენ, რომ ის დნობის პროცესს ხელს უშლიდა. ეს ამბავი ადგილობრივმა მედიამ აიტაცა და სიახლე მალე მთელ მსოფლიოს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური ნაყინი პირვანდელ ფორმას 3 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, თუნდაც ტემპერატურა 40° C-ს აღწევდეს.

ექსპერიმენტებში ნაყინმა თმის საშრობის ცხელი ჰაერის ნაკადს და ცეცხლსაც კი გაუძლო.

ნაყინი, სახელად Kanazawa Ice cream, ამჟამად იაპონიის რამდენიმე ქალაქში (ტოკიო, ოსაკა, კანაზავა) იყიდება.

სცადეთ - მოამზადეთ სახლში:

შემწვარი ნაყინი

ნაყინის ტორტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები