იცით თუ არა

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას?

fun time

17:00 შაბ. 27 ივნისი

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

14
დაკოპირებულია

მთქნარება რეფლექსია, რომელიც დაღლილობის ან მოსაწყენ გარემოში ყოფნის დროს წარმოიქმნება. ის გადამდებია — საკმარისია თვალი მოჰკრათ ადამიანს, რომელიც ამთქნარებს, რომ თავადაც მთქნარება აგიტყდებათ, თუმცა, არსებობს უმარტივესი ხერხი, რომელიც ამ რეფლექსს შეაკავებს. მოდი, ეს ფენომენი განვიხილოთ და ვცადოთ მისი საიდუმლოს ამოხსნა.

მთქნარება არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქცია დაღლილობაზე, სტრესსა თუ მოწყენილობაზე, თუმცა, ამ მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არაა. დანამდვილებით ცნობილია, რომ თუ მთქნარების დროს საკუთარ ენას შეეხებით, პროცესი მყისიერად შეწყდება, თუმცა რატომ ხდება ასე მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ გამოცანაა.

მთქნარების პროცესზე ენის გავლენა

კვლევები აჩვენებს, რომ თუ მთქნარებისას ენით სასას შეეხებით, პროცესი მაშინვე შეწყდება.

ეს იმით აიხსნება, რომ ენასა და სასაზე ზემოქმედებამ შესაძლოა მთქნარებაზე პასუხისმგებელ მექანიზმებზე გავლენა მოახდინოს. სავარაუდოდ, ეს ნერვული რეცეპტორების დამატებითი სტიმულაციით არის გამოწვეულია, რაც ტვინის ყურადღებას მთქნარების აქტიდან გადაიტანს, თუმცა, ამ მოვლენის ზუსტი მექანიზმის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.

რა კავშირია ენასა და მთქნარებას შორის?

ენასა და მთქნარებას შორის კავშირი ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიური მექანიზმებით აიხსნება.

მთქნარებისას ჩვენი ენა და სასა მაღლა იწევს, რაც გარკვეული დაჭიმულობის გამომწვევია. ენის სასაზე შეხება ნერვულ რეცეპტორებს ააქტიურებს და ტვინს მთქნარების შეწყვეტის შესახებ სიგნალს აწვდის. ეს მექანიზმი მთქნარების კონტროლსა და ორგანიზმის ნორმალური მუშაობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

რატომ აჩერებს ენაზე შეხება მთქნარებას?

მთქნარების დროს ყლაპვის პროცესი ენისა და ხორხის საშუალებით კონტროლდება. ენაზე თითით შეხება ნერვულ რეცეპტორებს ააქტიურებს და ტვინს უგზავნის სიგნალს, რომ ყლაპვის პროცესი მიმდინარეობს, ეს კი მყისიერად აჩერებს მთქნარებას. ეს მექანიზმი ევოლუციურ პროცესს უკავშირდება, რომელიც ისეთი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად არის მიმართული, როგორიცაა სუნთქვა და ყლაპვა.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მთქნარებისას ენაზე შეხება ორგანიზმის უნებლიე თავდაცვითი მოქმედებაა შესაძლო გაგუდვის ან სუნთქვის სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

რჩევები მთქნარების გასაკონტროლებლად

მნიშვნელოვანი შეხვედრის ან მოლაპარაკების დროს მთქნარება ცუდი სანახავია, ამიტომ ჩვენი რჩევები უხერხული სიტუაციების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

მთქნარების სწრაფად შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ხერხი ენაზე თითით შეხებაა.

ეს ხერხი მყისიერად აჩერებს მთქნარებას და ყურადღების შენარჩუნებაში გეხმარებათ.

კიდევ ერთი სასარგებლო რჩევაა სუნთქვის კონტროლი და ღრმად ჩასუნთქვა, რაც მთქნარების სურვილს აჩერებს. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ მთქნარება გააკონტროლოთ და გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.

***

თუ სხვისგან მთქნარება ადვილად გედებათ, ე.ი. კომუნიკაბელური ხართ

მთქნარება, ცემინება, ზმორება - კიდევ რა არის ორგანიზმის დამცავი ფუნქცია?

დაცემინება ორგანიზმისთვის სასარგებლოა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ