იცით თუ არა

მთქნარება, ცემინება, ზმორება - კიდევ რა არის ორგანიზმის დამცავი ფუნქცია?

fun time

12:00 პარ. 9 ივლისი, 2021 წელი

ორგანიზმის დამცავი 9
ძირითადი რეაქცია

14
დაკოპირებულია

იცით, რომ მთქნარების ძირითადი დანიშნულება გადატვირთული ტვინის „გაგრილებაა“, ხოლო ცემინებით ორგანიზმი „ნაგვისგან“ გათავისუფლებას ცდილობს... დანარჩენი საინტერესო ფუნქციების შესახებ კი ქვემოთ მოგახსენებთ.

ადამიანის ორგანიზმი ურთულესი სისტემების ერთობლიობაა. მათ შორის ერთ-ერთი დღე-ღამეში, 24 საათის განმავლობაში გვიცავს გარეგანი ფაქტორებისგან, რომლებსაც ჩვენი დაზიანება შეუძლია. ჩვენ გიამბობთ ადამიანის სხეულის 9 ძირითადი დამცავი ფუნქციის შესახებ.

1. მთქნარება

მთქნარების ძირითადი დანიშნულება გადატვირთული ტვინის „გაგრილებაა“.

2. ცემინება

ჩვეულებრივ, ადამიანი მაშინ აცემინებს, როცა სასუნთქ გზებში მეტისმეტად ბევრი ალერგენი, მიკრობი, მტვერი ან სხვა გამაღიზიანებელი დაგროვდა. ცემინებით ორგანიზმი „ნაგვისგან“ გათავისუფლებას ცდილობს.

3. გაზმორება

გაზმორების დროს, ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვისთვის ემზადება, რომელიც დღის განმავლობაში ელის. ზმორების პროცესში ადამიანის გუნება-განწყობა და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.

4. სლოკინი

ზოგჯერ, სწრაფად ჭამას ან ზედმეტი საკვების მიღებას თან სდევს კუჭთან დაკავშირებული ე.წ. მოხეტიალე ნერვის გაღიზიანება. სწორედ ამას უკავშირდება სლოკინი.

5. მიკლონური სპაზმი

ზოგჯერ ლოგინში ჩაწოლისთანავე, წამებში ჩაგვეძინება, თუმცა უცებ სხეული თითქოს ელექტროშოკისმაგვარ დარტყმას იღებს და მყისიერად ვფხიზლდებით. საქმე ის გახლავთ, რომ ჩაძინების დროს ადამიანის სუნთქვა და გულისცემა მკვეთრად ნელდება, რასაც ტვინი შეცდომით სიკვდილის წინა მდგომარეობად აღიქვამს და ადამიანის გადარჩენას მისი გამოფხიზლებით ცდილობს.

6. თითების ბალიშების კანის დანაოჭება

მომატებული ტენიანობის პირობებში ადამიანის ტვინი ფიქრობს, რომ სადღაც ახლოს, გლუვი და პრიალა ზედაპირია, ამიტომ თითების ბალიშები სწრაფად იწყებს დანაოჭებას, რომ პრიალა ზედაპირზე მოჭიდების ძალა გაზარდოს.

7. მეხსიერების დაკარგვა

ხშირად, არასასიამოვნო და სტრესული სიტუაციების შემდეგ, ადამიანი მეხსიერებას კარგავს. ამ გზით ტვინი მეხსიერებიდან საშინელი მოგონებების წაშლას ცდილობს.

8. „ბატის კანი“

ხორკლიანი კანის მთავარი ფუნქცია კანის ფორებიდან სითბოს გამოყოფის შემცირება და მკაცრი კლიმატის პირობებში ორგანიზმის გათბობაა.

9. ცრემლი

თვალში უცხო სხეულის მოხვედრისას, ცრემლი ლორწოვანი გარსის საუკეთესო დამცველად გვევლინება. ამის გარდა, ის ორგანიზმის ემოციური დაცვის ინსტრუმენტიც გახლავთ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სტრესულ სიტუაციებში ორგანიზმი გაღიზიანების ახალ კერას ქმნის, რომ ადამიანი განცდილი ტკივილისგან დაიცვას.
ასე რომ, ჩვენი ორგანიზმი გამუდმებული კონტროლის ქვეშაა და გამუდმებით ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით