სილამაზე/ჯანმრთელობა

თუ სხვისგან მთქნარება ადვილად გედებათ, ე.ი. კომუნიკაბელური ხართ

fun time

16:08 კვი. 5 ნოემბერი, 2023 წელი

რატომ არის მთქნარება
გადამდები?

14
დაკოპირებულია

იმიტომ, რომ ადამიანები სოციალური არსებები არიან  - მთქნარების გადადების მიზეზი ფსიქოლოგიურია. 

დრექსელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (ფილადელფია, აშშ) ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც მოხალისეებს მთქნარების ვიდეოს აჩვენებდნენ და მათ რეაქციას აკვირდებოდნენ.

მოხალისეთა ნაწილმა ვიდეოს ნახვისთანავე მთქნარება დაიწყო, ნაწილი კი ამ სანახაობის მიმართ მეტ-ნაკლებად გულგრილი დარჩა.

ამ რეაქციის მიხედვით, მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს და ფსიქოლოგიური ტესტირება ჩაუტარეს.

როგორც აღმოჩნდა, ისინი, ვისაც მთქნარება ადვილად ედება, გარშემომყოფებთან კავშირს უფრო სწრაფად და ადვილად ამყარებენ ანუ უფრო კომუნიკაბელურები არიან. (სხვათა შორის, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები, რომლებიც თანაგრძნობისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან, გაცილებით იშვიათად ამთქნარებენ, ვიდრე ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანები).

1989 წელს, მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, მთქნარების გადადება სიმპათიის ნიშანია.

უბრალოდ გახსოვდეთ, ხანგრძლივი მთქნარება ყბის ამოვარდნის ყველაზე გავრცელებული მიზეზი😏.

ესეც დაგაინტერესებთ:

◾ მთქნარება, ცემინება, ზმორება - კიდევ რა არის ორგანიზმის დამცავი ფუნქცია?

◾ კვლევა: არეული ოთახი, ბილწსიტყვაობა და გვიან დაძინება ჭკვიანი და წესიერი ადამიანების ჩვევაა

◾ რამდენი იქნება თქვენი ასაკი და წონა სხვა პლანეტებზე?

◾ სანამ ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენს სხეულში 50 000 უჯრედი მოკვდება



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე