საკნატუნო ამბები

კვლევა: არეული ოთახი, ბილწსიტყვაობა და გვიან დაძინება ჭკვიანი და წესიერი ადამიანების ჩვევაა

fun time

16:54 სამ. 30 ნოემბერი, 2021 წელი

ჭკვიანი ადამიანის
ჩვევები

14
დაკოპირებულია

ხშირად იგინებით? საძინებელი მოუწესრიგებელი და ნივთები მიყრილი გაქვთ? გვიან იძინებთ? რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ცუდ ჩვევებად ითვლება, თუმცა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ისინი მაღალ ინტელექტზე და პატიოსნებაზე მიუთითებენ. დაინტერესდით? მაშინ კითხვა გააგრძელეთ. 

ჭკვიანი ადამიანები ხშირად ჩხუბობენ და იგინებიან:

მცირე შესწორება - ყველაფერი დროსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჭკვიან ადამიანებს გინება მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვაში ეხმარება.

უფრო მეტიც, ისინი უცენზურო სიტყვებს მოქმედებების, მოვლენების, გრძნობებისა და აზრების აღსაწერად იყენებენ.

კვლევის მიხედვით, უხამსი ლექსიკის გამოყენების უნარი ლექსიკის განვითარებას უკავშირდება.

ჭკვიანი ადამიანები გვიან იძინებენ:

კვლევის თანახმად, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ღამით ყველაზე აქტიურები არიან.

უფრო კონკრეტულად, 75 -ზე ნაკლები IQ-ის მქონე ადამიანები, დაახლოებით, 23:41 წუთზე იძინებენ, ხოლო 123-ზე მაღალი IQ-ის მქონე ადამიანები - დაახლოებით, 12:30 საათზე.

ჭკვიანი ადამიანები ცვლილებებს სწრაფად ეგუებიან:

ჭკვიანი ადამიანები ცვლილებებს სხვებთან შედარებით უკეთ და სწრაფად ეგუებიან.

ჭკვიან ადამიანებს უყვართ პრობლემების გადაჭრა:

თუ გიყვართ თავსატეხები და სიამოვნებას განიჭებთ პრობლემების გადაჭრა, დიდი ალბათობით ძალიან ინტელექტუალური ადამიანი ხართ.

ჭკვიანი ადამიანები უნიკალური იდეებისა და გადაწყვეტილებებისკენ ისწრაფვიან:

როგორც აინშტაინმა თქვა, ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ ვინმე ჭკვიანია, მისი ცოდნით კი არა, წარმოსახვით აღიქმება.

ჭკვიანი ადამიანებისთვის წარუმატებლობა გაკვეთილია:

ეს ძალიან ჭკვიანი ადამიანების თვისებაა. ისინი ყოველთვის შეცდომებზე სწავლობენ.

ჭკვიანი ადამიანი ზნეობრივად და მორალურად სუფთაა:

როგორც მარტინ ლუთერ კინგმა თქვა, განათლებამ ადამიანს კრიტიკულად აზროვნებაუნდა ასწავლოს. განათლების მიზანი ინტელექტისა და ხასიათის ჩამოყალიბებაა.

ჭკვიანი ხალხი მოუწესრიგებელია:

ყოველთვის, როდესაც უსუფთაო და მოუწესრიგებელი სახლის გამო შენიშვნას მიიღებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ინტელექტუალური ადამიანის თვისებაა.

დასკვნა

ჭკვიანი ადამიანები სხვაგვარად აზროვნებენ და მოქმედებენ. ისინი უგულებელყოფენ ისეთ ყოველდღიურ პრობლემებს, როგორიცაა სისუფთავის და რეჟიმის დაცვა.

ამრიგად, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო შემოქმედებითად და ეფექტურად იმოქმედონ. ერთი სიტყვით, ჭკვიანი უკანასკნელი სიტყვებით იგინება, ღამეებს თეთრად ატარებს და ნამდვილ შემოქმედებით ატმოსფეროს ქმნის.

🔰:

ჭკვიანი ქალის 5 წესი

სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, რომელსაც აინშტაინსა და ჰოკინგზე მაღალი IQ აქვს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული