ჭკვიანი ქალის 5 წესი
22:57 სამ. 5 ოქტომბერი, 2021 წელი
ბევრს სჯერა, რომ ჭკვიანი ქალები ბუნებაში არ არსებობენ, თუმცა მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ქალები მამაკაცებზე ჭკვიანები არიან. ჭკვიანი და წარმატებული ქალების უმეტესობა 5 წესს იცავენ, რაც ბედნიერების მიღწევაში ეხმარებათ.
არასოდეს ადარებს საკუთარ თავს სხვას
მათგან ვერასოდეს მოისმენთ: „ის ჩემზე ლამაზია“, „მისი ქმარი უფრო მდიდარია“, „მას უფრო დიდი მკერდი აქვს“, და ა.შ. ჭკვიანი ქალები ბედნიერები და წარმატებულები არიან, რადგან თავიანთ საუკეთესო თვისებებს ავლენენ და შედარებებზე დროს და ნერვებს არ ხარჯავენ.
ასაკის არ ეშინია
წარმატებულ და ბედნიერ ქალებს ასაკის არ რცხვენიათ. არ ნერვიულობენ თუ 40 ან 50 წელს გადასცილდნენ და სახეზე ნაოჭები გაუჩნდათ. მათ მშვენივრად იციან, რომ მათი ასაკი დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა და სიბრძნეა.
არასოდეს კამათობს
ეს ჭკვიანი ქალების ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, რადგან ნერვებს და დროს ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. ჭკვიანი ქალი არასოდეს კამათობს სულელთან, ჭკვიანთან კი კამათი საჭირო არ არის.
აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მოსწონს
ბედნიერი და ფინანსურად წარმატებული ქალები მხოლოდ ანაზღაურებისთვის არ მუშაობენ. ისინი ეძებენ გატაცებას, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარებათ. მათთვის ფული მეორეხარისხოვანია. თავიდან ეს გზა შეიძლება რთული და ეკლიანი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
აქვს საკუთარი ბედნიერების სტანდარტები და მხოლოდ მას მიჰყვება
ქალების უმეტესობისთვის ბედნიერების სტანდარტულ მოდელს დიდი სახლი, ბევრი ფული, მდიდარი და საყვარელი მამაკაცი და ფუფუნება წარმოადგენს. გამოკითხვების თანახმად, განსხვავებული ბედნიერების მოდელი ქალების მხოლოდ 5% აქვს და ყველაზე ხშირად სწორედ ისინი ხდებიან ყველაზე ბედნიერები, რადგან ზღაპრების არ სჯერათ. ისინი არ ელოდებიან პრინცს თეთრ რაშზე. დამოუკიდებლად მოქმედებენ და საკუთარ, სტერეოტიპულისგან განსხვავებულ სამყაროს ქმნიან.
🔰:
ნუ იმეგობრებთ ასეთ ადამიანებთან - ისინი თქვენს ცხოვრებას გაანადგურებენ
7 სიტუაცია, როდესაც თქვენი სიკეთე ურთიერთობას აზიანებს
8 რამ, რასაც არასდროს გააკეთებს მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან