ურთიერთობა

7 სიტუაცია, როდესაც თქვენი სიკეთე ურთიერთობას აზიანებს

fun time

18:00 ხუთ. 5 აგვისტო, 2021 წელი

გადაჭარბებული
მზრუნველობა

14
დაკოპირებულია

ზომიერება ყველა საქმეში აუცილებელია, მაშინაც კი, როცა საქმე სიკეთეს ეხება, რადგან არის სიტუაციები, როდესაც სიკეთის კეთება გადაჭარბებული და უადგილოა. 

1. როცა ფიქრობთ, რომ თქვენ უკეთ იცით, მისთვის რა ჯობია

შეიძლება ასეცაა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს უფლება, გადაწყვეტილება, თუნდაც მცდარი, თავად მიიღოს. ამის მიუხედავად, მშობელს თავის შეკავება უჭირს, როდესაც ხედავს, რომ მისი შვილი საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობს და უფსკრულისკენ მიექანება.

კლინიკური ფსიქოლოგი კარენ ნიმო გულახდილად აღიარებს, რომ შვილი ხშირად სთხოვს მის საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებას და ეს სამართლიანი თხოვნაა.

თავაზიანი რჩევა ან შეთავაზება ნორმალურია, მაგრამ ეცადეთ, არ გადააჭარბოთ. მიეცით ადამიანებს უფლება, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ და ზოგჯერ შეცდომებიც დაუშვან.

2. როცა ცდილობთ, ყველაფერი აკონტროლოთ

თქვენ გამუდმებით ცდილობთ იმის გარკვევას, ისაუზმა თუ არა თქვენმა პარტნიორმა, დალია წამალი თუ არა, წაიღო თუ არა ბავშვმა სკოლაში დღიური, ჩაიცვა თუ არა პალტო და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამას ადამიანზე ზრუნვის გამო აკეთებთ და მაინც, მიეცით მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და არ შეზღუდოთ მისი დამოუკიდებლობა.

3. როცა ყოველთვის პოზიტიური ხართ

ოპტიმიზმი შესანიშნავი თვისებაა, რომელიც რთული პერიოდის დაძლევაში გვეხმარება, მაგრამ ზღვარგადასული პოზიტივი გამაღიზიანებელია - განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ დროს პრობლემები აქვს.

4. როცა ცდილობთ, ყველას ასიამოვნოთ

მზად ხართ უკანასკნელი პერანგიც კი სხვას აჩუქოთ? ნემსის ყუნწში ძვრებით, რომ გარშემო ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყოს? ასე გააგრძელეთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ძალა გამოგელევათ და მიხვდებით, რომ გარშემომყოფები, უბრალოდ, თქვენით სარგებლობენ. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი უარის თქმა როგორც თქვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე სხვებთან ურთიერთობისთვის.

5. როცა გამუდმებით სხვისი პრობლემების გადაჭრას ცდილობთ

ის, რომ პარტნიორის კარგად ყოფნა გსურთ, ნორმალური და ბუნებრივია, მაგრამ აუცილებელი არ არის, მისი პრობლემების მოსაგვარებლად თავქუდმოგლეჯილმა ირბინოთ.

ჯერ ერთი, არავინ იცის, პრობლემების მოგვარება გამოგივათ თუ არა და რაც მთავარია, ნუ წაართმევთ ადამიანს შესაძლებლობა, რომ საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს და სწარმატების სიხარული განიცადოს.

6. როცა არასდროს, არავისთან კამათობთ

თუ გამუდმებით კონფლიქტებს გაურბიხართ, ეს არა სიკეთის, არამედ პასიურობის ნიშანია. სახლში მშვიდობიანი ატმოსფერო კარგია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ სხვადასხვა საკითხზე აზრის გამოთქმა შეგეზღუდოთ. ასეთი ურთიერთობა გჭირდებათ?

7. როცა გამუდმებით სხვებს იცავთ

ძალიან ხშირად ასეთი ქმედების უკან იმალება სურვილი, აკონტროლოთ ყველაფერი, მათ შორის - პარტნიორის ქცევა. ადრე თუ გვიან, მას გაუჩნდება გრძნობა, რომ არ ენდობით. დიახ, ცხოვრება სავსეა რისკებით, მაგრამ საყვარელ ადამიანს საშუალება უნდა მისცეთ, რომ რისკებს თავად შეებრძოლოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად