იცით თუ არა

რამდენია ადამიანის ასაკი და წონა სხვა პლანეტებზე?

fun time

19:28 ოთხ. 14 სექტემბერი, 2022 წელი

ადამიანის ასაკი და წონა
სხვა პლანეტებზე

14
დაკოპირებულია

ყველამ იცის, რომ დედამიწა გრავიტაციის ძალით სხვადასხვა ობიექტს იზიდავს. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტის წონა მიზიდულობის ძალით განისაზღვრება. ის პლანეტის მასის პირდაპირპროპორციული და მისი რადიუსის კვადრატის უკუპროპორციულია.

როგორც უკვე მიხვდით, მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტაზე ადამიანის წონა სხვადასხვა იქნება.

რომელიმე, კონკრეტულ პლანეტაზე ადამიანის წონის დასადგენად პლანეტის მასა და რადიუსი უნდა ვიცოდეთ. ასე შეიძლება გავიგოთ, როგორ შეიცვლება მაგალითად, მარსზე ადამიანის წონა.

ცნობილია, რომ „წითელი პლანეტა“ დედამიწაზე 9,31-ჯერ მსუბუქია, ხოლო მისი რადიუსი დედამიწის რადიუსზე 1,88-ჯერ ნაკლებია. პირველი ფაქტორის მოქმედების გამო, მარსის ზედაპირზე მიზიდულობის ძალა 9,31-ჯერ ნაკლები უნდა იყოს, ხოლო მეორე ფაქტორის გამო 3,53-ჯერ მეტი, ვიდრე დედამიწაზეა (1,88-ჯერ 1,88 = 3, 53).

საბოლოო ჯამში, მარსზე მიზიდულობის ძალა დედამიწის მიზიდულობის ძალის დაახლოებით 1/3 შეადგენს (3.53: 9.31 = 0.38). ანალოგიურად, შეიძლება განისაზღვროს გრავიტაციის ძალა ნებისმიერ ციურ სხეულზე.

ვნახოთ, რამდენი იქნება ადამიანის წონა სხვადასხვა პლანეტაზე, თუკი ის დედამიწაზე 60 კგ-ს იწონის:

  • მერკური - 22,6 კგ
  • ვენერა - 54,4 კგ
  • მთვარე - 9,9 კგ
  • მარსი - 22,6 კგ
  • იუპიტერი - 141,8 კგ
  • სატურნი - 54,9 კგ
  • ურანი - 53,3 კგ
  • ნეპტუნი - 67,5 კგ
  • პლუტონი - 4 კგ

იცვლება თუ არა მარსზე ასტრონავტის ასაკი?

როგორც იცით, წელიწადი არის დრო, რომელიც დედამიწას მზის გარშემო ერთი შემობრუნებისთვის სჭირდება. სხვა პლანეტებზე ამას სხვადასხვა დრო სჭირდება, ამიტომ, წელიწადს ყველა პლანეტაზე თავისი ხანგრძლივობა აქვს.

მაგალითად, თუ თქვენი ასაკი დედამიწაზე 33 წელია, მაშინ ასეთი შედეგები გელით:

  • მერკურიზე თქვენი ასაკი იქნება 135 წელი (მერკურის მზის გარშემო შემობრუნებას 88 დღე სჭირდება).
  • ვენერაზე - 53 წელი (ორბიტული პერიოდი 224,7 დღე).
  • მარსზე - 17 წელი (ორბიტული პერიოდი 686,98 დღე).
  • იუპიტერზე - 2,73 წელი (ორბიტული პერიოდი 4332,589 დღე).
  • სატურნზე - 1 წელი (ორბიტული პერიოდი 10759,22 დღე).

ასე რომ, ადამიანი, რომელიც დედამიწაზე 60 კგ-ს იწონის და 33 წლისაა, მარსზე დაახლოებით 17 წლის და 23 კგ. იქნება.

ასევე, იცით თუ არა 👇

რატომ შეწყვიტეს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მთვარეზე ფრენები?

როგორ მოქმედებს მთვარე ადამიანის ცხოვრებაზე?

12 ფოტო 60-წლიანი შუალედით - რა ხდება პლანეტა დედამიწაზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში