მთვარის საიდუმლო - რატომ შეწყვიტეს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მთვარეზე ფრენები?
14:00 კვი. 5 სექტემბერი, 2021 წელი
1969 წლის 20 ივლისს ამერიკელი ასტრონავტები, ნილ არმსტრონგის მეთაურობით, კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 11“-ით მთვარეზე გაფრინდნენ.
არმსტრონგმა, თავის პარტნიორ ედვინ ოლდრინთან ერთად, დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე, დაახლოებით, 2 საათ-ნახევარი დაჰყო.
იუჯინ სერნანი კი უკანასკნელი დედამიწელია, ვინც („აპოლო 17“-ით) 1972 წლის დეკემბერში მთვარეზე ფეხი დადგა.
ფოტოზე: იუჯინ სერნანი, „აპოლო 17“, 1972 წ.
უკან დაბრუნებისას სერნანმა ასეთი რამ თქვა: „ჩვენ მივდივართ, როგორც მოვედით. თუ ღმერთი ინებებს, დავბრუნდებით - მშვიდობისთვის და მთელი კაცობრიობის იმედისთვის.“
ფოტოზე: ამერიკელი ასტრონავტი იუჯინ სერნანი მთვარეზე, 1972 წ.
ამერიკელებმა მთვარეზე გაფრენები შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ქალაქისა და კოსმოდრომის აშენებას ბევრი არაფერი აკლდა.
მას შემდეგ, 49 წლის განმავლობაში, მთვარეზე აღარავინ გაფრენილა, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას: რატომ დაკარგეს ამერიკელმა და საბჭოთა კოსმონავტებმა მთვარის მონახულების სურვილი? რა იმალება ასეთი გადაწყვეტილების უკან - კონკრეტული საფრთხე ხომ არა?
ოფიციალური ვერსიის გარდა, რომელზეც დასასრულს მოგახსენებთ, არსებობს კიდევ ერთი, არაოფიციალური ვერსია.
მთვარის საიდუმლოს გარშემო არსებულ წყვდიადში სინათლის მცირეოდენი სხივი შეიტანა NASA-ს (აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) ყოფილი თანამშრომლების - ცნობილი კონსტრუქტორის მორის შატლენის, აკადემიკოს ბერჟესა და პროფესორ ვალეს ნაამბობმა.
შატლენი ავტორია წიგნისა „ჩვენი კოსმოსში მოგზაური წინაპრები“. ბერჟემ და ვალემ კი „საიდუმლოებათა წიგნი“ გამოსცეს.
1963 წელს ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე მოძრავი გიგანტური მანათობელი ობიექტები შენიშნეს. მათი სიგრძე, დაახლოებით, 5 კმ, ხოლო სიგანე 300 მეტრი იყო.
ფლეგსტაფის ობსერვატორიამ ასეთი 31 გიგანტური და უამრავი მომცრო ობიექტი დააფიქსირა.
1968 წელს, „აპოლო 2-ის“ გაშვებამდე, „ნასამ“ მთვარის ანომალიების ცნობარი გამოაქვეყნა, სადაც ნახსენები იყო გიგანტური გუმბათები, კრატერები, კედლები და სხვადასხვა ფერის გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც უეცრად ჩნდებოდა და უჩინარდებოდა. მთლიანობაში დასახელებული იყო 570 აუხსნელი მოვლენა.
ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ექსპერტმა, NASA-ს ყოფილმა დირექტორმა კრისტოფერ კრაფტმა ჰიუსტონის ფრენების მართვის ცენტრთან „აპოლო 11“-ის მთვარის მისიის ასტრონავტების არმსტრონგისა და ოლდრინის საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა:
ასტრონავტები: ეს გიგანტური რაღაცებია... არა, ეს ოპტიკური ილუზია არ არის.
მართვის ცენტრი: რა... რა ჯანდაბა ხდება თქვენთან?
ასტრონავტები: ისინი ზედაპირის ქვეშ არიან.
მართვის ცენტრი: ვინ და სად?
ასტრონავტები: ჩვენ რამდენიმე სტუმარი დავინახეთ. ისინი ცოტა ხნით შეყოვნდნენ და მოწყობილობები შეამოწმეს.
მართვის ცენტრი: თქვენი ბოლო შეტყობინება გაიმეორეთ.
ასტრონავტები: მე ვამბობ, რომ აქ სხვა კოსმოსური ხომალდები იმყოფებიან. ისინი მწყობრად არიან განლაგებული კრატერის მეორე მხარეს.
მართვის ცენტრი: გაიმეორეთ... გაიმეორეთ!
ასტრონავტები: უფლება მოგვეცით, ამ სფეროს ზონდირება მოვახდინოთ... 625-დან 5-მდე... ავტომატური რელე შევაერთე. ხელები ისე მიკანკალებს, რომ არაფრის კეთება არ შემიძლია. ამ წყეულმა კამერებმა რამე რომ გადაიღონ, მერე რა ვქნათ?
მართვის ცენტრი: შეგიძლიათ გამოსახულების გადაღება?
ასტრონავტები: ყველა ფირი გაფუჭებულია, მეტი არ გვაქვს.
მართვის ცენტრი: კონტროლი აღადგინეთ. მათ ხედავთ? ამოუცნობი მფრინავი ობიექტიდან ხმები ისმის?
ასტრონავტები: ისინი აქ დაეშვნენ. ისინი აქ არიან და გვაკვირდებიან.
მართვის ცენტრი: სარკეები... შეგიძლიათ მათი დარეგულირება?
ასტრონავტები: დიახ, ისინი საჭირო ადგილზეა, მაგრამ მას, ვინც ეს ხომალდები განალაგა, შეუძლია, ხვალვე მოაშოროს სამუდამოდ.
ფოტოზე: ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი. გადაღებულია რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც მან მთვარეზე გაიარა. 1969 წ.
2006 წელს, მთვარეზე გაფრენიდან 37 წლის შემდეგ, ტელეარხმა „დისქავერიმ“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „აპოლონ 11“ - გაუმხელელი საიდუმლო“. ფილმში 76 წლის ოლდრინი ჰყვება:
„ინფორმაციის გამჟღავნება „ნასამ“ აგვიკრძალა. ილუმინატორიდან სფეროსმაგვარ მფრინავ ობიექტს ვხედავდით, მაგრამ ყვირილი არ დაგვიწყია, რადგან ვიცოდით, რომ მილიონობით ადამიანი გვისმენდა“.
◼️◼️◼️
ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის 1960-იანი წლების კოსმოსური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ორბიტაზე ყოფნის ახალი რეკორდის დამყარებას, საჰაერო ხომალდის პოზიციაზე გასვლისთანავე შეწყდა.
ცალკეული მკვლევარები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კოსმონავტები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ალყაში მოექცნენ, რომლებმაც უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი ბურთივით აათამაშეს.
პანიკაში ჩავარდნილმა კოსმონავტებმა ფრენების მართვის ცენტრიდან დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების ბრძანება მიიღეს.
მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ 50-იან წლებში დედამიწაზე გამოჩენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უმეტესობა მთვარეზე ბრუნდებოდა.
◼️◼️◼️
მთვარეზე ფრენების შეწყვეტის არაოფიციალური ვერსიების გარდა, არსებობს ოფიციალური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ფრენები სიძვირისა და მიზანშეუწონლობის გამო შეწყდა, რადგან „ნასამ“ 6 ექსპედიციის მანძილზე ყველაფერი გაარკვია, რაც უნდოდა და შეეძლო, ხოლო სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის, რაც მიწაზეც შესაძლებელია, მთვარეზე გაფრენა აუცილებელი არ იყო. მით უმეტეს, რომ თითოეული გაფრენა მილიონობით დოლარი ღირს, მთელი პროგრამა კი ათობით მილიონი დოლარი ჯდება.
1973 წელს გადამზიდმა რაკეტამ „სატურნი-5“-მა (რომელსაც „აპოლოს“ ხომალდები გადაჰქონდა) ორბიტაზე კოსმოსური სადგური „Skylab“ გაიყვანა და ორბიტული სადგურების ეპოქა დაიწყო.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალე მთვარეზე გაფრენები ისევ განახლდება, რადგან ახალი მიზანი გაჩნდა: ადრე მიზანი კოსმოსური სხეულის შესწავლა იყო, ახლა კი - მისი ათვისება იქნება.
ასე რომ, თუ არაოფიციალური ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება, შესაძლოა, უახლოეს ხანებში მთვარეზე ადამიანი ისევ ვიხილოთ.
🔰:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან