საკნატუნო ამბები

რამდენი ვარსკვლავია ცაზე?

fun time

16:00 ოთხ. 11 აგვისტო, 2021 წელი

რამდენ ვარსკვლავია ცაზე

14
დაკოპირებულია

ამ კითხვაზე ხოჯა ნასრედინმა ასე უპასუხა: სანამ ცაში არ ავალ, ვერ გავიგებო. ბრძენი მართალი იყო, თუმცა ნაწილობრივ...

თანამედროვე ტელესკოპებისა და თანამგზავრების დახმარებით, სულ უფრო მეტი და უფრო შორი გალაქტიკებისა და ვარსკვლავთა ურიცხვი რაოდენობის დანახვა შეგვიძლია.

ამჟამად ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი და ყოველი ვარსკვლავი ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა სპეციალისტებსაც უჭირთ, რადგან არათანაბრად არიან გადანაწილებული. ისინი უზარმაზარ ჯგუფებს წარმოადგენენ, რომლებსაც გალაქტიკებს ვუწოდებთ.

მაგალითად, მხოლოდ „ირმის ნახტომში“, სადაც ჩვენი მზე მდებარეობს, 100 მილიარდამდე ვარსკვლავს ითვლიან და ეს მხოლოდ ერთი გალაქტიკის მონაცემებია, სამყაროში კი უთვალავი გალაქტიკაა!

ასტრონომებს ძალიან დიდხანს ეგონათ, რომ სამყაროში, დაახლოებით, 50 მლრდ გალაქტიკაა, თუმცა მხოლოდ HUBBLE-ს ორბიტული ტელესკოპის ამუშავებამ ეს ციფრი 2,5-ჯერ გაზარდა, თანაც HUBBLE-ც ყველაფერს ვერ ხედავს!
ვარსკვლავების ფორმირების დროს წარმოქმნილი მტვრისა და აირების ღრუბელი ხილვადობას ხელს უშლის. ღრუბელში შეღწევა მხოლოდ HERSCHEL-ის ინფრაწითელი ზონდის საშუალებით გახდება შესაძლებელი, რომელზეც მუშაობა მალე დასრულდება.

გალაქტიკაში ვარსკვლავების დათვლა არავის და არასდროს უცდია. როგორც წესი, იზომება რომელიღაც კონკრეტული მახასიათებელი, მაგალითად, გალაქტიკის ნათება, ხდება მისი გაყოფა იმავე მანძილზე მყოფი ვარსკვლავების საერთო ნათებაზე და ამგვარად, ვარსკვლავების რაოდენობის დადგენა.

როცა HERSCHEL ინფრაწითელ დიაპაზონში მყოფი ვარსკვლავების ნათებას გაზომავს, დაახლოებით, ამ პრინციპით დაითვლის გალაქტიკებს. ასე რომ, საჭიროა მხოლოდ მოცდა.

დღევანდელი მონაცემებით კი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამყაროში 1 000 000 000 000 000 000 000 000, ანუ ტრილიონ ტრილიონი ვარსკვლავია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა