იცით თუ არა

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK მსოფლიოს ყველა ხალხის მეტყველების ნაწილად

fun time

18:59 შაბ. 13 ივნისი

ამერიკული აბრევიატურა OK

14
დაკოპირებულია

თანამედროვე მსოფლიოში OK-ზე უფრო უნივერსალური სიტყვა რთული წარმოსადგენია. ის დიდი ხანია, ინგლისური ენის ჩარჩოებს გასცდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ჟურნალისტური ხუმრობა

თუ ფიქრობთ, რომ სიტყვა OK ხანგრძლივი ფიქრისა და ლინგვისტური პროცესების შედეგად გაჩნდა, ცდებით. ის 1839 წლის 23 მარტს დაიბადა და პირველი ადამიანი, ვინც ეს ასოთაშეხამება გამოიყენა, ბოსტონური გაზეთის - Boston Morning Post-ის რედაქტორი ჩარლზ გორდონ გრინი იყო. გრინი ერთ-ერთ სტატიაში კონკურენტს გაეხუმრა და დაწერა აბრევიატურა „OK“, რაც „oll korrect“-ს (all correct - ყველაფერი რიგზეა) არასწორად წარმოთქმულ ვერსიას ნიშნავდა. იმ დროს იუმორისტული აბრევიატურები და თვალსაჩინო შეცდომები მოდური იყო და ჟურნალისტმა გრამატიკული შეცდომა შეგნებულად დაუშვა.

პოლიტიკური დევიზი

აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ OK დამკვიდრდა და არა რომელიმე სხვა. შემდეგი ადამიანი, რომელმაც ახალი სიტყვის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო, ამერიკის შეერთებული შტატების მერვე პრეზიდენტი მარტინ ვან ბურენი გახდა.

ხალხში მას ზედმეტ სახელად „Old Kinderhook“-ს (ძველი კინდერჰუკი —პოლიტიკოსის მშობლიური ქალაქი) ეძახდნენ. მოგვიანებით, ვან ბურენის მომხრეებმა შექმნეს კლუბი სახელად „O.K. Club“. მისი დევიზი გახდა ფრაზა: „Old Kinderhook is O.K.“ (ძველი კინდერჰუკი მაგარია). ეს ფრაზა ელვისებურად გავრცელდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა.

ტექნიკური პროგრესი

მოგვიანებით ყველაფერი ტექნიკურმა პროგრესმა გადაწყვიტა. OK გამოსაყენებლად ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა — მოკლე, ტევადი და თანაც რამდენიმე მნიშვნელობის მქონე. ეს სიტყვა გახდა იდეალური სტანდარტი მორზეს ანბანით შეტყობინებების მიღების დასადასტურებლად — ის დროს ზოგავდა და გაშიფვრის პროცესში გაუგებრობას არ იწვევდა.

ამერიკელებმა მისი მუდმივი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს, XX საუკუნეში კი უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კინომ და მუსიკამ OK სწრაფად აქციეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ნაწილად და ის საერთაშორისო კომუნიკაციის საუკეთესო ინსტრუმენტი გახდა.

აშშ-ს ექსპრეზიდენტი მარტინ ვან ბურენი

როგორ გამოიყენება OK?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, OK საკმაოდ უნივერსალურია, ამიტომ მას როგორც არაფორმალურ ურთიერთობებში, ისე ოფიციალურ ტექსტებშიც იყენებენ. მას აგზავნიან შეთავაზების ან თხოვნის პასუხად, მისი მეშვეობით გამოხატავენ თანხმობას, სიხარულს ან გაგებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი