იცით თუ არა

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა ხვრელი?

fun time

18:14

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

14
დაკოპირებულია

ბევრი ფიქრობს, რომ „ჩუპა ჩუპსის“ პლასტმასის ჯოხს გვერდით პატარა ოთხკუთხა ხვრელი უსაფრთხოების მიზნითაა გაკეთებული — ჯოხის ხვრელიანი დიზაინი ამცირებს დახრჩობის რისკს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შემთხვევით, კანფეტს ჯოხიანად გადაყლაპავს. ამ ნახვრეტის წყალობით ჰაერი მაინც გაივლის და ბავშვს სასუნთქი გზები არ დაეხშობა. თუმცა, სინამდვილეში ეს მითია. საამისოდ ხვრელი ძალიან პატარაა და სხვა, ბევრად პრაქტიკული და ტექნოლოგიური დანიშნულება აქვს.

საიდუმლო წარმოების პროცესშია

როდესაც კანფეტს ამზადებენ, თხევად და ცხელ კარამელის მასას პირდაპირ ჯოხზე ასხამენ. ამ დროს თხევადი კარამელი ჯოხის ზედა ნაწილში არსებულ პატარა ხვრელშიც ჩადის. როდესაც კანფეტი ცივდება და მყარდება, ხვრელში გაყინული კარამელის ეს პატარა „კაუჭი“ თავისებურ ფიქსატორად იქცევა.

სწორედ ამ მარტივი ხერხის წყალობით ტკბილეული ჯოხს ეჭიდება. რომ არა ეს ნახვრეტი, გაციებული კანფეტი პლასტმასის გლუვი ზედაპირიდან, უბრალოდ, ჩამოცურდებოდა და დავარდებოდა.

ასე რომ, ეს პატარა დეტალი შემთხვევითი არ არის — ის საყვარელ ტკბილეულს ჯოხზე მყარად და საიმედოდ აკავებს!

საინტერესო ფაქტები ჩუპა-ჩუპსის შესახებ

Chupa Chups (ჩუპა ჩუპსი) საწუწნი კანფეტების მწარმოებელი ესპანური კომპანიაა, რომელიც 1958 წელს,ენრიკე ბერნატომმა დააარსა.

ჩუპა ჩუპსის ლოგოს ავტორია თვით სალვადორ დალი — 1969 წელს ლოგოს შესაქმნელად ბრენდის დამფუძნებელმა, ენრიკე ბერნატმა ცნობილ ესპანელ მხატვარს, სალვადორ დალის მიმართა. დალიმ ყვითელი გვირილის ფორმის ლოგო, სულ რაღაც, ერთ საათში, გაზეთის მინდვრებზე დახატა. მისივე იდეა იყო, რომ ლოგო კანფეტის გვერდზე კი არა, ზემოდან, ცენტრში მოეთავსებინათ.

სიტყვა Chupa ესპანური ზმნიდან chupar მომდინარეობს, რაც „ლოკვას“/„წოვას“ ნიშნავს. თავდაპირველად პროდუქტს უბრალოდ „Gol“ (გოლი) ერქვა, რადგან კანფეტი ფეხბურთის ბურთს წააგავდა, ხოლო პირი - კარს. მოგვიანებით სარეკლამო რადიო-სიმღერამ: «Chupa, chupa, chupa un Chups» ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ ხალხმა მას „ჩუპა-ჩუპსი“ შეარქვა და კომპანიამაც სახელი ოფიციალურად შეცვალა.

ჩუპა ჩუპსი - პირველი ტკბილეული კოსმოსში

1995 წელს, რუსულ კოსმოსურ სადგურ „მირზე“ მომუშავე ასტრონავტების თხოვნით, მათ „ჩუპა ჩუპსის“ კანფეტები გაუგზავნეს. ასე გახდა ის პირველი ტკბილეული, რომელმაც ღია კოსმოსში „იმოგზაურა“ და უწონადობის პირობებში მიირთვეს.

რევოლუციური იდეა — სუფთა ხელები. ენრიკე ბერნატმა შეამჩნია, რომ იმ დროის ტკბილეული ბავშვებს ხელებს უსვრიდა, რის გამოც მშობლები ხშირად უბრაზდებოდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ტკბილეულის ჭამა ჩანგლით ჭამას უნდა ჰგავდეს. ასე გაჩნდა იდეა, რომ კანფეტი ხის (ხოლო მოგვიანებით პლასტმასის) ჯოხზე ჩამოეცვათ.

სიგარეტის შემცვლელი 1990-იან წლებში, როდესაც მსოფლიოში მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები გააქტიურდა, კომპანიამ გამოუშვა სპეციალური სარეკლამო სლოგანი: „Smoke Chupa Chups“ (მოსწიეთ ჩუპა-ჩუპსი). ბევრმა ზრდასრულმა მწეველმა ეს კანფეტი სიგარეტისთვის თავის დანებების პროცესში მართლაც გამოიყენა, როგორც ხელისა და პირის დაკავების საშუალება.

***

რატომ აქვს მონეტას დაღარული კიდეები?

რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს სხვადასხვა ფერი?

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?