იცით თუ არა

რატომ აქვს მონეტას დაღარული კიდეები?

fun time

16:00 ოთხ. 15 მარტი, 2023 წელი

რატომ აქვს მონეტას
დაღარული კიდეები?

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ლითონის მონეტის კიდეები დაღარულია და ამ დეტალს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

ოდესღაც მონეტის ღირებულება მასში ამა თუ იმ ლითონის შემცველობით განისაზღვრებოდა. მცირე ნომინალის მონეტები სპილენძისგან მზადდებოდა, დიდი კი - ვერცხლისა და ოქროსგან.

მოგვიანებით, როდესაც კეთილშობილი ლითონების ფასმა აიწია, მონეტების დასამზადებლად შენადნობების გამოყენება დაიწყეს, თუმცა პრინციპი მაინც დაცული იყო - ნომინალი ზუსტად ლითონის წონას შეესაბამებოდა.

ყველა დროში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მდგომარეობაში სარგებლის მიღებას ცდილობენ. ამ ადამიანებმა მარტივი სქემა შეიმუშავეს - ისინი მონეტას კიდეებს ფრთხილად აჭრიდნენ და ძვირფასი ლითონის ნამცეცებს აგროვებდნენ. მოგვიანებით ამ ნამცეცებისგან ყალბ მონეტებს ამზადებდნენ, რომლებიც ნამდვილისგან არაფრით განსხვავდებოდა. შუა საუკუნეებში დუქნებში და ფულის გადამცვლელებთან იდგა სასწორები, სადაც მონეტებს წონიდნენ, თუმცა ყალბი ფულის მომჭრელები თავიანთ მონეტებს იქ კი არა, ბაზრებში და კერძო პირებთან ასაღებდნენ - თუ ჯიბეში ზუსტი სასწორი არ გედო, გაყალბების აღმოჩენა თითქმის შეუძლებელი იყო.

ასეთი საქმიანობით, გამყიდველების გარდა, სახელმწიფოც ზარალდებოდა. ფულის გაყალბება ყოველთვის მკაცრად ისჯებოდა, მაგრამ ადამიანების სიხარბე სიკვდილის შიშზე ძლიერი აღმოჩნდა.

შექმნილი ვითარებიდან მარტივი და ორიგინალური გამოსავალი იპოვეს - მე-17 საუკუნის ბოლოდან მონეტების კიდეზე ღარების გაკეთება დაიწყეს, რომლითაც სიყალბის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა. მონეტების გაყალბება არ შემწყდარა, მაგრამ ფალსიფიკატორთა ცხოვრება მნიშვნელოვნად გართულდა.

ადამიანი, რომელმაც მონეტების კიდეების დაღარვა მოიფიქრა, დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი იყო. შესაძლოა, არ იცოდით, მაგრამ მეცნიერება ფიზიკოსის მთავარი საქმიანობა არ ყოფილა - ნიუტონი მრავალი წლის მანძილზე ტაუერის ხაზინის მცველი გახლდათ, სადაც სამეფოს მონეტები იჭრებოდა და ინახებოდა.

ფულს ყოველთვის იცავდნენ გაყალბებისგან.

ნიუტონამდე ერთი საუკუნით ადრე, საფრანგეთში მონეტების კიდეებზე წარწერების გაკეთება მოიფიქრეს. ეს ბევრად უფრო ეფექტური ხერხი იყო, რადგან წარწერების გაყალბება ღარების გაყალბებაზე ძნელია, მაგრამ ასეთი სამუშაო მეტ დროს მოითხოვდა და ფულის მასობრივ წარმოებას ართულებდა.

ამჟამად მონეტის კიდეზე წარწერები იშვიათად გამოიყენება. ისინი სხვადასხვა დროის საბჭოთა მონეტებზე გვხვდება, ბრიტანული ერთფუნტიანი მონეტის კიდეზე დევიზი "Decus et tutamen" იკითხება, რაც ლათინურად "სილამაზესა და დაცვას" ნიშნავს.

დღეს მონეტების კიდეებზე ღარები ტრადიციისთვის გაღებული ხარკია და სხვა არაფერი, თუმცა ეს ღარები უსინათლოებს ნამდვილი მონეტის ყალბისგან გარჩევაში ეხმარება.

ესეც სასინტერესოა:

რატომ არ ასდის ფულს სუნი?

ფულს სძულს ისინი - სამი ყველაზე ღარიბი ზოდიაქოს ნიშანი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი