იცით თუ არა

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტერთან ახლოს?

fun time

17:27 შაბ. 12 აპრილი, 2025 წელი

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

14
დაკოპირებულია

Wi-Fi როუტერი დღეს თითქმის ყველა სახლში დგას, მაგრამ ყველამ არ იცის, ეს მოწყობილობა სად უნდა განათავსოს და რა არ უნდა იყოს მის გვერდით. ხშირად ინტერნეტპროვაიდერის წარმომადგენელი კლიენტის სახლში მიდის, კაბელი გაჰყავს და როუტერს შესასვლელში დგამს. მას სახლის პატრონისთვის რამის ახსნის არც დრო და არც სურვილი აქვს და ცდილობს თავისი საქმე რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.
ამ სტატიაში გიამბობთ რა ნივთები არ უნდა იყოს Wi-Fi როუტერთან ახლოს. 

იყო შემთხვევა, როცა Wi-Fi როუტერი დერეფანში, ტანსაცმლის კარადაში დაამონტაჟეს. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ინტერნეტი გაითიშა, სახლის პატრონმა აღმოაჩინა, რომ უჰაერო სივრცეში მდებარე როუტერი იმდენად გახურებული იყო, რომ დნობას იწყებდა და რომ არა დროული ჩარევა, შეიძლება ხანძარი დაწყებულიყო.

საქმე ის არის, რომ როუტერი მუშაობის პროცესში ცხელდება. გახურების დონე დამოკიდებულია როგორც მოდელზე, ასევე მის დატვირთვაზე — რაც უფრო მეტი მოწყობილობაა მიერთებული Wi-Fi–ზე,როუტერი მით უფრო ცხელდება.


როუტერსა და მის დამხმარე ბლოკთან ახლოს არ უნდა იყოს ადვილად აალებადი ნივთები და, რაც მთავარია, მოწყობილობა უნდა იდგეს/ეკიდოს ღია სივრცეში!

რა არ უნდა იყოს როუტერთან ახლოს?

ლითონის ნივთები და სარკეები

თუ როუტერთან ახლოს დიდი ლითონის საგანი, მაგალითად, სეიფი ან რკინის კარი დგას, Wi-Fi-ის სიგნალი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ლითონი რადიოტალღებს ირეკლავს და ეს კავშირზე უარყოფითად მოქმედებს. სარკეებსაც ხშირად აქვთ ლითონის ფენები, რაც სიგნალს ასევე ასუსტებს.

აკვარიუმები და წყლით სავსე ჭურჭელი

წყალი რადიოტალღების ძლიერი შთანმთქმელია, ამიტომ არ შეიძლება როუტერის მოტავსება აკვარიუმთან ან წყლით სავსე ჭურჭელთან ახლოს. შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ: მიიტანეთ 5 ლიტრიანი წყლის ბოთლი და დადგით როუტერთან ახლოს. ამის შემდეგ ტელეფონზე ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, რომელიც Wi-Fi-ის სიგნალს აჩვენებს — ბოთლის უკან სიგნალი შესამჩნევად დასუსტდება.

სხვადასხვა ტექნიკა

კომპიუტერები, პრინტერები, სათამაშო კონსოლები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას წარმოქმნის, რაც Wi-Fi-ს სიგნალს ხელს უშლის. განსაკუთრებით — მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ტელევიზორი, რადიოტელეფონი და სხვა მოწყობილობები, რომლებიც 2.4 გიგაჰერციან სიხშირეზე მუშაობს — ანუ იმავე სიხშირეზე, რაზედაც Wi-Fi.

ლუმინესცენტური ნათურები

ისინი ასევე წარმოქმნიან ელექტრომაგნიტურ ხარვეზებს, განსაკუთრებით თუ ახლოს არიან როუტერთან.

დიდი წიგნები და მასიური საგნები

მართალია, ისინი სიგნალს ხელს არ უშლიან, მაგრამ შეიძლება დაბლოკონ, განსაკუთრებით თუ როუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის შორის დიდი წიგნების თარო ან კარადაა, Wi-Fi–ის სიგნალი სუსტდება.

სად უნდა დავდგათ Wi-Fi როუტერი?

15 წლის წინ ეს პრობლემა არ იყო — დერეფანში დამონტაჟებული როუტერი მთელი ბინის დაფარვას ადვილად ახერხებდა. დღეს კი ერთ სიხშირეზე ძალიან ბევრი მოწყობილობა მუშაობს და ერთმანეთს ხელს უშლის.

ყველაზე კარგი ადგილია საცხოვრებელი სივრცის ცენტრი.

როუტერი რაც უფრო მაღლა იქნება, მით უკეთესია.

არ ღირს მისი ფანჯარასთან დადგმა — როუტერი ქუჩაში გამვლელთა სიგნალებსაც დაიჭერს, რაც თქვენს ინტერნეტზე ცუდად იმოქმედებს.

რა თქმა უნდა, უკვე 5 გიგაჰერციან Wi-Fi-ზე გადასვლის დროა, რადგან ის ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, მაგრამ უფრო მგრძნობიარეა წინააღმდეგობის მიმართ.

დაბოლოს:

მიუხედავად იმისა, რომ როუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ბოლომდე შესწავლილი არ არის, ბევრი სპეციალისტი გვირჩევს, რომ როუტერის საწოლთან ან საძინებელში განთავსება არ ღირს.

ესეც საინტერესოა:

Wi-Fi იმპოტენციას იწვევს - მითია თუ რეალობა?

რატომ გვესმის მობილურზე საუბრისას საკუთარი ხმის ექო?

რატომ არ შეიძლება დასამუხტად შეერთებული ტელეფონთან ახლოს ძილი?

საზიანოა თუ არა ტელევიზორთან ძილი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად