იცით თუ არა

Wi-Fi იმპოტენციას იწვევს - მითია თუ რეალობა?

fun time

12:00 ორშ. 10 მაისი, 2021 წელი

ლეპტოპი კალთაში

14
დაკოპირებულია

სმარტფონების გამოსხივება ჩვენს ტვინს ანადგურებს, Wi-Fi კი იმპოტენციას იწვევს  - აქვს თუ არა საფუძველი თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების მიმართ მომხმარებლის შიშებს და რას ფიქრობს ამაზე მეცნიერება? ვცადოთ ერთად გავერკვეთ რისი უნდა გვეშინოდეს და რისი არა. 

მომხმარებლების შიში - Wi-Fi ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იმპოტენციას იწვევს

შიშის გამომწვევი მიზეზი:

მობილური ტელეფონის გამოსხივების შიშმა ადამიანები აიძულა, Wi-Fi საფრთხეების ჩამონათვალში ავტომატურად შეიტანონ. ზოგიერთი კვლევის შედეგმა Wi-Fi საფრთხეებთან დაკავშირებული ჰიპოთეზა დაადასტურა, რაც მედიამ სასწრაფოდ აიტაცა.

რას ამბობს მეცნიერება?

Wi-Fi-ს შესახებ ყველაზე ცნობილი კვლევა დანიელმა სკოლის მოსწავლეებმა სამეცნიერო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ჩაატარეს.

კვლევის ობიექტებად მიწით სავსე კონტეინერები შეარჩიეს, რომლებშიც სალათის ფოთლები დათესეს.
ზოგი კონტეინერი Wi-Fi მოქმედების ზონაში მოათავსეს, ზოგი კი - ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან თავისუფალ ოთახში.
მალე მოსწავლეებმა შენიშნეს, რომ Wi-Fi მოქმედების ზონაში თესლი ცუდად გაღვივდა. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი გაშავდა და მოკვდა.

მოსწავლეების ექსპერიმენტის შედეგებმა პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ სტატიები, სადაც მეცნიერები ახალგაზრდა მკვლევარების მეთოდოლოგიის ნაკლოვანებებს აღნიშნავდნენ, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.

სინამდვილეში, ამ ექსპერიმენტის თითქმის ყველა პუნქტი ნაკლოვანია. პირველ რიგში, გოგონებმა იცოდნენ მცენარის რომელი ჯგუფი იყო Wi-Fi ზონაში და რომელი არა, რის გამოც შესაძლებელია, რომ გაუცნობიერებლად, სხვადასხვანაირად უვლიდნენ მათ.

ამასთან, პირობები, რომელშიც მცენარეები განთავსდა, იდენტური არ გახლდათ. აღსანიშნავია, რომ Wi-Fi ზონაში მდებარე მცენარეებთან ახლოს განთავსებული იყო ლეპტოპები და ადვილი შესაძლებელია, რომ მათგან მომდინარე ტემპერატურა მცენარის განვითარებაზე გავლენას ახდენდა.

დაბოლოს, ორ ზონას შორის სხვაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო: 332 აღმოცენებული თესლი 252 -ის წინააღმდეგ.

ამასთან, ექსპერიმენტი მე-13 დღეს შეწყდა, ვინაიდან შედეგების მაქსიმალური სხვაობა სწორედ ამ დროს გამოვლინდა. ბოტანიკოსები კი აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, Wi-Fi ზონაში განთავსებული თესლი აღმოცენდებოდა.

ხმები იმის შესახებ, რომ Wi-Fi იმპოტენციას იწვევს, რამდენიმე მსგავსი კვლევის შედეგად გავრცელდა, რომლებიც ამტკიცებდა, რომ Wi-Fi-ს მოქმედებას სპერმის აქტივობის შემცირება შეუძლია.

მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტომ (HPA) დაადასტურა, რომ მამაკაცის სპერმაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და ცალსახად იმის თქმა, რომ სპერმაზე სწორედ ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამ იმოქმედა, შეუძლებელია.

ის, რისიც ნამდვილად უნდა გვეშინოდეს

ის, რისიც ნამდვილად უნდა გვეშინოდეს არა Wi-Fi, არამედ - ლეპტოპის კალთაში ჩადებაა!
ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ არაერთხელ გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ლეპტოპის კალთაში ჩადება არ ღირს. სითბო, რომელსაც აპარატი გამოყოფს, სპერმის ხარისხზე და, ზოგადად, რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. უფრო მეტიც, ერთეულ შემთხვევებში პენისიდან დამწვრობებიც კი გამოვლინდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე