იცით თუ არა

3 მიზეზი, რატომ არ შეიძლება დასამუხტად შეერთებული ტელეფონთან ახლოს ძილი

fun time

18:00 ოთხ. 20 დეკემბერი, 2023 წელი

სმარტფონი და ძილის
ხარისხი

14
დაკოპირებულია

თუ ჩვევად გაქვთ, რომ ძილის დროს ძილის დროს დამოხტოთ ტელეფონი, ამ ჩვევამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ.  სულ მცირე, 3 მიზეზი მაინც არსებობს, რომ დასამუხტად შეერთებული ტელეფონის გვერდით არ დაიძინოთ. 

დავიწყოთ იმით, რომ ძილის წინ სოციალური ქსელების „სქროლვამ“ და მიწერ-მოწერამ შეიძლება ძილის ხანგრძლივობას და მის ხარისხზე გავლენა იქონიოს. არადა, სრულფასოვანი ძილი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები ზოგადად, უსაფრთხოა, მათ რიგ შემთხვევაში დამატებით რისკები ახლავს. დადასტურებულია, რომ ვინც მობილურ ტელეფონს ძილშიც ვერ ელევა, ხანმოკლე და უხარისხო ძილს უჩივის. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 71%-ს ძილის დროს ტელეფონი აუცილებლად საწოლის მახლობლად უდევს. 35%-მა კი აღიარა, რომ გაღვიძებისთანავე ტელეფონს რთავს და სასწრაფოდ ეცნობა გამოტოვებულ ინფორმაციებს.

კომპანია „ეფლი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ სანამ ტელეფონი ჩართულია, არ დაიძინონ მოწყობილობის ახლოს, სხეულით არ დააწვნენ დამტენს, არ დადონ ტელეფონი საბნის ან ბალიშის ქვეშ.

თუ თქვენც ასეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ნახეთ 3 მიზეზი, რომლის გამოც ტელეფონთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ და დასამუხტად შეერთებული ტელეფონი ძილის დროს თავთან ახლოს არ უნდა დაიდოთ.

1. ხანძრის ან დამწვრობის საფრთხე

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევა იშვიათია, ტელეფონის ელემენტის აალების საფრთხე მაინც არსებობს. მობილური ტელეფონების მწარმოებლებიც კი აღიარებენ, რომ ტელეფონის საწოლთან დატენვა შეიძლება საშიში იყოს.

უბედური შემთხვევების უმეტესობა არაორიგინალი და დაზიანებული დამტენების გამოყენებას და აალებადი მასალების სიახლოვეს ტელეფონის დამუხტვას უკავშირდება. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მწარმოებელმა ელემენტის წუნის გამო, ბაზრიდან ტელეფონების მთელი პარტია ამოიღო.

2. ტელეფონის ეკრანი ძილზე გავლენას ახდენს

მობილური ტელეფონის გამოყენება პირდაპირ კავშირშია ბუნებრივი დაძინება-გაღვიძების ციკლის დარღვევასთან.

ეკრანის შუქი თრგუნავს მელატონინის გამომუშავებას, ეს კი სწორედ ის ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას და კომფორტულად გამოღვიძებას. მელატონინის დონე ჩვეულებრივ ძილის წინ იზრდება, მაგრამ ტელეფონის შუქი თრგუნავს და გაფხიზლებთ.

ძილის ციკლი მოიცავს სწრაფი ძილის ფაზას, რომელიც მნიშვნელოვანია მეხსიერებისა და ემოციური მდგომარეობისთვის. ტელეფონის შუქის ზემოქმედებამ შეიძლება ამ ფაზის ხანგრძლივობა შეამციროს, რის გამოც დილას გამოუძინებელი და გაღიზიანებული იქნებით.

3. ტელეფონი ასტიმულირებს ტვინის აქტივობას

ძილის ხარისხზე მოწყობილობასთან ურთიერთქმედება გავლენას ახდენს. ტელეფონი ინფორმაციის წყაროა, რამაც შეიძლება აგზნებისა და შფოთვის მდგომარეობა გამოიწვიოს, რაც ბუნებრივია, მშვიდად დაძინების საშუალებას არ მოგცემთ.

სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მოწყობილობა აქტიურ ურთიერთქმედებას და კონტროლს საჭიროებს. თამაშები და ინტერაქტიური ქმედებები ძილზე უფრო მოქმედებს, ვიდრე ისეთი პასიური აქტივობები, როგორიცაა ფილმის ყურება.

პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მობილური მოწყობილობები კიბოს იწვევს, არ არსებობს, თუმცა ვიცით, რომ მათ მაიონიზებელი ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვთ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმის ქსოვილები ინტენსიურად შთანთქავს, განსაკუთრებით - თუ ტელეფონი მახლობლად გვიდევს. ეს რადიაციული გადაცემა სადღეისოდ სამეცნიერო სფეროში აღიარებულია როგორც “შესაძლო ონკოგენური” და ის ინტენსიური კვლევის ფაზაშია. სანამ ყველაფერი საფუძვლიანად გაირკვევა და მეცნიერულ დონეზე დასაბუთდება, მაქსიმალურად შეეცადეთ ამ გამოსხივების მინიმიზებას, ამისათვის გამორთეთ ტელეფონი,

5 რჩევა იმისთვის, რომ ტელეფონმა ძილი არ დაგვირღვიოს

  1. მაქსიმალურად შეზღუდეთ ტელეფონის ეკრანის ყურება არა მარტო ღამით, არამედ მთელი დღის განმავლობაში .
  2. აქციეთ საწოლი ტელეფონისგან თავისუფალ ზონად - ის მხოლოდ დასასვენებელი ან დასაძინებელი ადგილი უნდა იყოს. ტელეფონი საძინებლის გარეთ გაიტანეთ და შეზღუდეთ მისი გამოყენება ძილის წინ ერთი საათით ადრე.
  3. ტელეფონი ღამის რეჟიმზე დააყენეთ, რომ შეტყობინებებმა ძილი არ დაგიფრთხოთ.
  4. გირჩევთ დაძინებამდე წიგნი წაიკითხოთ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოთ.
  5. საძინებელი კარგად ჩააბნელეთ - მკვეთრი სინათლე მელატონინის დონეს ამცირებს და დაძინებაში ხელს გიშლით.

ესეც საინტერესოა:

საზიანოა თუ არა ტელევიზორთან ძილი?

როგორ ვუშველოთ უძილობას – მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

როგორია ძილის იდეალური დრო ასაკის მიხედვით

ნომოფობია - ვის აქვს ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი