იცით თუ არა

რატომ გვესმის მობილურზე საუბრისას საკუთარი ხმის ექო?

fun time

14:00 ორშ. 25 ოქტომბერი, 2021 წელი

რატომ გვესმის მობილურზე
საუბრისას საკუთარი ხმის
ექო?

14
დაკოპირებულია

ბევრს ჰგონია, რომ ამ დროს მის ტელეფონს სპეცსამსახურები უსმენენ, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა...

მობილურ ტელეფონში წარმოთქმულ თქვენს სიტყვებს თანამოსაუბრის ტელეფონის ხმის გამაძლიერებელი (დინამიკი) აღიქვამს, საიდანაც ხმა იმავე ტელეფონის მიკროფონს გადაეცემა და ექოს სახით თქვენთან ბრუნდება.

სადენიან ტელეფონში ექო მხოლოდ მილიწამის შემდეგ (წამის მეათასედი) ბრუნდება და საუბარს არ უშლის. ფიჭური და ინტერნეტკავშირის დროს კი სიგნალის დამუშავებას მეტი დრო სჭირდება, ამიტომ ექო შეიძლება თქვენს ხმას შესამჩნევად ჩამორჩეს, რაც საუბარს გაართულებს.

ამ პრობლემას ექოს ჩახშობის ალგორითმებით ებრძვიან, თუმცა ასეთი ალგორითმი ყველა ტელეფონს (მაგ. ძველ მოდელებს) არ აქვს ან თუ აქვს, ხშირად ხარვეზებით მუშაობს.

ასე რომ, მობილურზე საუბრისას საკუთარი ხმის ექოს გაგონება, თითქოს იმის ნიშანია, რომ „გვისმენენ“, ეს ახლოსაც არ არის სიმართლესთან. თუ ვინმეს თქვენი საუბრის მოსმენა სურს, ამას ისე გააკეთებენ, რომ ვერანაირი ნიშნით ვერ მიხვდებით.

და კიდევ 3 „რატომ“ 👇📢

რატომ არ შეიძლება ტელეფონის მაგიდაზე დადება? - ეს და კიდევ 22 მთავარი წესი!

რატომ არ უნდა დატოვოთ აიფონი უყურადღებოდ? - 8 რამ, რისი გაგებაც შეიძლება თქვენ შესახებ

რატომ არ უნდა დასვათ წერტილი ტექსტური შეტყობინების ბოლოს



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში