იცით თუ არა

რატომ არ უნდა დატოვოთ აიფონი უყურადღებოდ? - 8 რამ, რისი გაგებაც შეიძლება თქვენ შესახებ

fun time

14:00 ორშ. 14 ივნისი, 2021 წელი

iphone-7

14
დაკოპირებულია

5 წუთით ოთახიდან გახვედით და სმარტფონი მაგიდაზე დატოვეთ? ჰოდა, ძალიან შეცდით! ჩვენ გიამბობთ რა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მეგობრებს, კოლეგებს ან ოთახში მყოფ სხვა ადამიანებს თქვენი ტელეფონიდან.

1. ვისთან გაქვთ მიმოწერა

ზოგიერთი მესინჯერი მიუთითებს, თუ ვისგან არის ესა თუ შეტყობინება. ფანტასტიკური სცენარია, მაგრამ მაინც... წარმოიდგინეთ, რომ აიფონი სამსახურში, უფროსის ცხვირწინ დატოვეთ, მან შეტყობინება გამოგიგზავნათ და ხედავს, რომ ის თქვენს კონტაქტებში შენახულია, როგორც „გველი“ ან რამე მსგავსი სახელით, ამის შემდეგ დაწინაურების იმედი აღარ უნდა გქონდეთ.

2. რაზე საუბრობთ

სანამ ოთახში არ ხართ, ახალი შეტყობინების ფრაგმენტების ამოკითხვა შესაძლებელია ტელეფონის განბლოკვის გარეშე. რა თქმა უნდა, წერილის სრულყოფილად წაკითხვა შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ დასკვნების გამოსატანად ღიმილის ემოცია ან სიტყვა „მენატრები“ საკმარისია.

3. რა გეგმები გაქვთ

iPhone Calendar-ის აპლიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს iPhone–ის მომხმარებლის ცხოვრებაში. მომხმარებელთა დიდ რაოდენობას სურს, გამოიყენოს Calendar აპლიკაცია ცხოვრების დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შეხსენებისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი კალენდრის push შეტყობინებიდან შეიძლება უცხო ადამიანებმაც გაიგონ თქვენი გეგმების შესახებ. აქაც ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე. ალბათ არ ღირს სამსახურიდან გათავისუფლება სტომატოლოგთან ვიზიტის მომიზეზებით, თუ კოლეგებმა ეკრანზე სულ სხვა ტექსტი - მაგალითად, „აგარაკზე, მწვადებზე“ დაინახეს.

4. რა პროგრამები გაქვთ დაინსტალირებული

push შეტყობინებაში ასევე შედის ამა თუ პროგრამის ნიშანი. Tinder, Grindr ან Pure, სავარაუდოდ, თქვენს მეუღლეს არ მოეწონება.

5. რა სახის მუსიკას უსმენთ

დაბლოკილი ეკრანიდან სრულიად შესაძლებელია „მართვის ცენტრის“ გახსნა და ტელეფონში არსებული მუსიკის და შემსრულებლის სახელის ნახვა... და ყველა გაიგებს, რომ კლასიკური მუსიკის მოყვარული კი არა, რამშტეინის მგზნებარე ფანი ხართ.

6. რომელ მაღაზიებში ყიდულობთ

ამის გაგება შესაძლებელია Wallet-ის საფულეს შეტყობინებებიდან, სადაც თქვენი საბანკო და ფასდაკლების ბარათები ინახება. გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი მაღაზიის ფასდაკლების შეტყობინებებმა შეიძლება კითხვები გააჩინოს ან მიანიშნოს გეოლოკაციის მიხედვით, რომელ მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტრში იყავით ბოლო დღეებში.

7. თქვენი ვიჯეტის მონაცემები

ჩაუკეტავ ეკრანზე შეიძლება გამოჩნდეს ვიჯეტი „დღეს“. კონკრეტულად რა მონაცემები გამოჩნდება, თქვენზეა დამოკიდებული: ეს შეიძლება დღის გეგმებიდან დაწყებული, რუკის მარშრუტით დემთავრებული, ნებისმიერი ინფორმაცია იყოს.

8. ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ

აი, ეს კი მხოლოდ სასარგებლო აპია. თუ მოულოდნელად ცუდად გახდით, სასწრაფო დახმარების ექიმები ან გამვლელები შეძლებენ მიიღონ მონაცემები ჯანმრთელობის აპლიკაციიდან iPhone-ისთვის.

ამისთვის სამედიცინო ბარათის შევსება მოგიწევთ, სადაც უნდა მიუთითოთ სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ინფორმაცია ქრონიკული დაავადებების, ალერგიის შესახებ და ა.შ.

აქვე უნდა მიუთითოთ საკონტაქტო პირები საგანგებო სიტუაციების დროს - ეს ადამიანები მიიღებენ შეტყობინებას, თუ „გადაუდებელ SOS“ ფუნქციას გაააქტიურებთ.

დაბოლოს, არსებობს გზები, რომ iPhone პაროლის გარეშე განბლოკოთ და გაარკვიოთ ყველაფერი, რისი გაგებაც გსურთ. მაგრამ რაც უფრო ახალია მოწყობილობა და მასზე iOS ვერსია, მით ნაკლებია შანსი, რომ ამის გაკეთება სისტემის გვერდის ავლით შეძლოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)