იცით თუ არა

რატომ არ უნდა დასვათ წერტილი ტექსტური შეტყობინების ბოლოს?!

fun time

16:00 კვი. 23 მაისი, 2021 წელი

საჭიროა თუ არა წერტილი
ესემესის ბოლოს?

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში დღეს ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს სმს შეტყობინებებით ეკონტაქტება. ტექსტური შეტყობინების ფორმა კი, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ გამგზავნის ინტელექტზე, მის გულწრფელობაზეც მეტყველებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წერტილს ეხება...

სულ ახლახან ბინჰემპტონის უნივერსიტეტის (State University of New York at Binghamton) მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 126 მაგისტრანტი მონაწილეობდა.
ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მიმღები ნაკლებად გულწრფელად მიიჩნევს ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც წერტილით მთავრდება.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ერთმანეთს ხელნაწერი წერილისა და ტექსტური შეტყობინების სახით, დაახლოებით, ამ შინაარსის კითხვებს უგზავნიდნენ: „კინოში წასვლა გინდა?“ პასუხი იყო „კი“ ან „რა თქმა უნდა“.
აღსანიშნავია, რომ თუკი ხელნაწერ ტექსტში პასუხის ბოლოს წერტილის არარსებობა მიმღების მიერ პუნქტუაციულ შეცდომად აღიქმებოდა, ესემეს გზავნილში იგივე გულწრფელობად ფასდებოდა.

მეცნიერების განმარტებით, ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაში ადამიანებს პუნქტუაციის ნაკლები მოთხოვნა აქვთ. ტექსტური შეტყობინებები, როგორც წესი, ძალიან მოკლეა და ყოველი სიტყვა ან სიმბოლო კონტექსტის გადმოსაცემად გამოიყენება.

ამგვარად, როცა ტექსტურ შეტყობინებას სასვენი ნიშნების გარეშე ვაგზავნით, ის აღიქმება, როგორც სპონტანურად დაწერილი და, შესაბამისად, უფრო გულწრფელი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში