იცით თუ არა

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

fun time

18:16 ოთხ. 23 აპრილი, 2025 წელი

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა

14
დაკოპირებულია

წელიწადის დროები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) დადგენილია ცის თაღზე მზის ხილული მოძრაობისა და ბუნებაში სეზონური ცვლილებების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, თუ სად ცხოვრობთ, წელიწადის დროების ცვლას განსხვავებულად აღიქვამთ, თუმცა ძირითადად, ეს  ჰაერის ტემპერატურის ცვლილების და ატმოსფერული ნალექები რაოდენობის მიხედვით იგრძნობა.  

 

ბუნებაში, ძირითადად, წელიწადის ოთხი დროა, მაგრამ არსებობს გამონაკლისი ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დრო გვხვდება. მაგალითად:

👉 ბანგლადეშში ექვსი ოფიციალური სეზონია: ზაფხული, წვიმიანი სეზონი, შემოდგომა, გვიანი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.

ბანგლადეშის კლიმატი ნამდვილი სიამოვნებაა: ზაფხულს მუსონური სეზონი მოჰყვება, რომელიც წელიწადის ძალიან ცხელი და ნოტიო დროა და შეიძლება იმდენი წვიმა მოჰყვეს, რომ წყალდიდობა გამოიწვიოს.

წყალდიდობა ამ ქვეყანაში ისე ხშირია, როგორც ციკლონები, ტორნადოები და სხვა ბუნებრივი კატასტროფები, რომლებსაც როგორც კლიმატი, ასევე ბუნებაზე ადამიანის საზიანო ზემოქმედება იწვევს.

***

👉 ინდოეთია კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც წელიწადის 6 დროა. ინდოეთის მთავარი რელიგიის, იუდაიზმის მიხედვით, ინდოეთში შემდეგი წელიწადის დროებია: ზაფხული, მუსონების სეზონი, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხულამდელი სეზონი, გაზაფხული.

გაზაფხულის სეზონი მარტისა და აპრილის თვეებშია, ის ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს სეზონად ითვლება. გაზაფხულზე ჰარის საშუალო ტემპერატურაა 32 ° C.

ზაფხული - აპრილის ბოლოდან ივლისის დასაწყისამდე - ყველაზე ცხელი სეზონია, დღეები ყველაზე გრძელია და ღამეები კი ძალიან მოკლე. ზაფხულში საშუალო ტემპერატურაა 38 °C.

წვიმების სეზონი ინდოეთში არის წელიწადის დრო, რომელიც ივლისისა და აგვისტოს თვეებში გრძელდება. ამ პერიოდში დღეები მოკლეა და ღამეები გრძელი, საშუალო ტემპერატურაა 34 ° C.

შემოდგომის სეზონი ინდოეთში არის წელიწადის დრო, როცა ირგვლივ ყველაფერი საოცრად ფერადია. სეზონი ჩვეულებრივ, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში გრძელდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 33 ° C.

ზამთრისწინა სეზონი არის წელიწადის დრო, როდესაც ზომიერად ცივა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 27 ° C.

ზამთრის სეზონი იანვრიდან თებერვლამდე გრძელდება და ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 23 °C.

ესეც საინტერესოა:

რომელია თქვენი საყვარელი სეზონი? - პიროვნული ტესტი

დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც წვიმის დროს სამსახურის გაცდენა შეიძლება



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს