იცით თუ არა

დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც წვიმის დროს სამსახურის გაცდენა შეიძლება

fun time

18:00 კვი. 11 აპრილი, 2021 წელი

წვიმა ლისაბონში

14
დაკოპირებულია

წვიმის სახეები და საინტერესო ფაქტები წვიმის შესახებ... 

🌦 ქვეყანა, სადაც წვიმა სამსახურის გაცდენის საპატიო მიზეზია, პორტუგალიაა.

🌦 რადიოში ამინდის პროგნოზის გამოცხადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთი ამერიკული რადიოსადგურის მფლობელი კოკისპირულ წვიმაში მოყვა და როგორც კი სამსახურამდე მიაღწია, თავის რადიოგადაცემებში ამინდის პროგნოზის რუბრიკა ჩასვა.

🌦 ხრიოკ ბოტსვანაში წვიმას აღმერთებენ. აქ ადამიანები ერთმანეთს „პულათი“ ესალმებიან, რაც წვიმას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რომ ბოტსვანას ეროვნულ ვალუტასაც კი წვიმა ჰქვია.

🌦 ბრაზილიის ქალაქ პარას მცხოვრებლები წვიმის დაწყებისას საათებს ასწორებენ, რადგან ის ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მოდის.

🌦 უგანდის მოსახლეობისთვის ელვა და ჭექა-ქუხილი ლამის ყოველდღიური მოვლენაა - ამ ქვეყანაში წვიმა და სეტყვა წელიწადში 250-ჯერ მოდის.

🌦 სან-ფრანცისკოს მეტეოსადგურები წვიმის პროგნოზს ვარაუდით აცხადებენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 10 ადგილობრივი მეტეოსადგური კენჭისყრას ატარებს და რომელ პროგნოზსაც მეტი ხმა ექნება, მსმენელსაც იმ ინფორმაციას აწვდის.

🌦 აი, მე-17 საუკუნის დიდ ბრიტანეთში კი ამინდის პროგნოზში დაშვებული შეცდომებისა და უზუსტობების გამო სინოპტიკოსს სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა.

🌦 ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ უაინსბერგში ყოველი წლის 29 ივლისს განუწყვეტლად წვიმს და ეს უკვე ას წელზე მეტია, გრძელდება.

✔️ თურმე, ადამიანი შეიძლება კოკისპირული წვიმიდანაც მშრალი გამოვიდეს, თუ უდაბნოშია - ცხელი ჰაერის ზემოქმედების შედეგად, წვიმის წვეთები მიწამდე ვერ აღწევს და ჰაერში ორთქლდება.

✔️ წვიმის წვეთის მჟავიანობის ფორმულა ასე გამოიყურება - ph 5,6. თუ მჟავიანობა მეტია, ნალექს მჟავე წვიმას ეძახიან. Ph 5,5 დონის წვიმის დროს იღუპებიან ბაქტერიები, ხოლო Ph 4,5 წვიმის დროს - მწერები, ამფიბიები და თევზები.

✔️ ბევრმა არ იცის, რომ წვიმაზე გამოცხადებული ყველა პროგნოზი გარკვეულ შინაარსს ატარებს. მაგალითად:

„ხანმოკლე წვიმა“ გულისხმობს, რომ წვიმის ხანგრძლივობა სამ საათზე ნაკლები იქნება.
„მოსალოდნელია წვიმა“ ნიშნავს, რომ წვიმა ნახევარ დღეზე მეტხანს გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანი ნალექის გარეშე“ სულაც არ ნიშნავს, რომ უნალექო ამინდი გელით, უბრალოდ, კვადრატულ მეტრზე 0,3 ლიტრზე მეტი ნალექი არ მოვა.

❗ დაახლოებით, ასი მილიონიდან ერთი ადამიანი წვიმაზე ალერგიით იტანჯება. მათ წვიმის წვეთის მოხვედრისას კანი უწითლდებათ და სისხლჩაქცევები უჩნდებათ. სამწუხაროდ, ამ ტიპის ალერგიის მქონე ადამიანების წვიმაში მოხვედრა შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს.

❗ დედამიწის ყველაზე წვიმიან რეგიონებში ზამთარში წყლის ნაკლებობაა. წვიმის სეზონის შემდეგ ასეთ რეგიონებში ისეთი მშრალი ზამთარი დგება, რომ ადამიანებს სასმელი წყლის შეძენა სხვა ქალაქებში უწევთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

„წვიმის გამყიდველი“ - ვინ იყო კაცი, ვისაც წვიმის გამოწვევა შეეძლო?

რატომ იკრძალება აშშ-სა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?