საკნატუნო ამბები

„წვიმის გამყიდველი“ - ვინ იყო კაცი, ვისაც წვიმის გამოწვევა შეეძლო?

fun time

16:40 პარ. 6 აგვისტო, 2021 წელი

ჩარლზ ჰეტფილდმი და მისი
„წვიმის ფორმულა“

14
დაკოპირებულია

1902 წელს ამერიკელმა ჩარლზ ჰეტფილდმა საიდუმლო ნივთიერება გამოიგონა, რომელსაც შეეძლო წვიმა გამოეწვია. ყოველ შემთხვევაში, თავად გამომგონებელი ასე ამტკიცებდა. 

ჰეტფილდის განმარტებით, ნივთიერება 23 კომპონენტისგან შედგებოდა, რომლებიც გაცხელების შემთხვევაში ატმოსფეროში ორთქლდებოდა და ნალექის მოსვლას იწვევდა.

ორი წლის შემდეგ, ჰეტფილდმა საკუთარი გამოგონების ფართო რეკლამირება დაიწყო. ჩარლზი მშვენივრად აცნობიერებდა, რომ კალიფორნიელი ფერმერები უზარმაზარ ფულს გადაიხდიდნენ, რათა მოსავალი გვალვისგან გადაერჩინათ.

ფერმერები სკეპტიკურად შეხვდნენ ჰეთფილდის განცხადებებს, რომ მას წვიმის გამოწვევა ნებისმიერ დროს შეეძლო, ამიტომ ჩარლზმა ძმის, პავლეს დახმარებით ხის კოშკი ააგო, სადაც თავისი ექსპერიმენტი ჩაატარა. ფერმერები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც კოშკის თავზე ღრუბლები მოგროვდა და კოკისპირული წვიმა დაიწყო. ასე მიიღო „წვიმის გამყიდველმა“ თავისი პირველი მოგება.

ხმები „წვიმის გამყიდველისა“ და მისი გამოგონების შესახებ სწრაფად გავრცელდა და ჰეტფილდმა შეკვეთების მიღება ქვეყნის ყველა კუთხიდან დაიწყო.

მაგალითად, 1915 წელს ჩარლზმა ხელი მოაწერა 10 000 აშშ-დოლარიან კონტრაქტს, რომლის თანახმად ვალდებულებას იღებდა, რომ სან -დიეგოს დამშრალ წყალსაცავს აავსებდა. მართლაც, წვიმის გამომწვევი ნივთიერების გაფრქვევის შემდეგ, რომლის ფორმულასაც ჰეტფილდი საიდუმლოდ ინახავდა, სან დიეგოს საშინელი წვიმა დაატყდა, რასაც წყალდიდობა და 30-მდე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ზარალის დათვლის შემდეგ, რომელმაც დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, „წვიმის გამყიდველი“ სასამართლოში დაიბარეს.

ჰეტფილდისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ადამიანს ცის გაკონტროლება არ შეუძლია და კოკისპირული წვიმა უბრალო დამთხვევაა.

სასამართლო შემდეგ, ჩარლზ ჰეტფილდის პოპულარობა გაიზარდა. „წვიმის გამყიდველი“ შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა. 1929 წელს ჰეტფილდს ჰონდურასის მთავრობამაც კი მიმართა თხოვნით, რომ მასშტაბური ტყის ხანძარი შეეჩერებინა.

საერთო ჯამში, ჰეტფილდმა, დაახლოებით, 500 წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა. გასული საუკუნის 30 -იანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შტატებში საშინელი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ამიტომ ადამიანებს ჰეტფილდის ექსპერიმენტებისთვის აღარ ეცალათ. უსაქმოდ დარჩენილი „წვიმის გამყიდველი“ იძულებული გახდა, საკერავი მანქანების ბიზნესი დაეწყო.

ჩარლზ ჰეტფილდი 1958 წელს გარდაიცვალა და კალიფორნიაში დაკრძალეს. მან თავისი „წვიმის ფორმულის“ საიდუმლო სამარეში ჩაიტანა, თუმცა სკეპტიკოსებს დღემდე ეჭვი ეპარებათ, რომ ასეთი ფორმულა არსებობდა. მათი აზრით, ექსპერიმენტის ჩატარებამდე საგულდაგულოდ შეისწავლიდა ამა თუ იმ რეგიონის კლიმატურ მახასიათებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წვიმა მისი ჩარევის გარეშეც მოვიდოდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა