Fun-ტესტი

რომელია თქვენი საყვარელი სეზონი?

funtime

12:00 ხუთ. 26 აგვისტო

ტესტი: რომელია თქვენი
საყვარელი სეზონი?
14
დაკოპირებულია

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა წელიწადის დროებზე ტესტი გააკეთეს. აირჩიეთ ერთ-ერთი სეზონი და გაიგეთ, რით იზიდავთ ადამიანებს და რა გხდით განსაკუთრებულს...

🔻თუ თქვენ გაზაფხული გიყვართ...

კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ, ამიტომ საკმარისია, რამეზე ფიქრი დაიწყოთ, რომ რეალობას სწყდებით და სხვაგან მიფრინავთ.

უჩვეულო შარმი გაქვთ, რომელიც ადამიანს გაზაფხულის სითბოსავით ნელა ეპარება, შემდეგ კი თქვენი დავიწყება შეუძლებელია.

თქვენს იდეებს, თქვენი აზრით, ხალხისგან ყოველთვის ადეკვატური შეფასებები არ ახლავს. გეთანხმებით, გარშემომყოფებს არ ესმით თქვენი. ნაცრისფერ სამყაროში გაჩენილი ჭყეტელა ფერი ხართ.

გინდათ, ცხოვრება გაიცნოთ და ბევრ სფეროში სცადოთ ძალები, ამიტომ ჯერ ორად გაიხლიჩებით, შემდეგ კი ათას ნაწილად. გიჭირთ ერთ საკითხზე კონცენტრაცია.

🔻თუ თქვენ ზაფხული გიყვართ...

მტკიცე ხასიათი და კარგი ნებისყოფა გაქვთ. ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს. მართალია, ხანდახან საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, მაგრამ ეჭვსა და შიშს შეგიძლიათ, გადააბიჯოთ.

შრომისმოყვარე ხართ, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ თქვენი მონდომება არ ფასდება, საქმეზე ხელს აიღებთ.

ყოველთვის იცით, მოცემული ურთიერთობისგან რას უნდა ელოდოთ: სიყვარულს, პარტნიორობას, მეგობრობას, მფარველობას თუ რამე სხვას.

დიალოგების დიდოსტატი ხართ, დაუძინებელ მტერთანაც კი შეგიძლიათ მორიგდეთ. თქვენგან არაჩვეულებრივი დიპლომატი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ან საზოგადოებრივი რესურსების მმართველი დადგება.

გულის სიღრმეში გგონიათ, რომ ზოგიერთ ადამიანზე მაღლა დგახართ, თუმცა სხვებს ამას არასდროს აგრძნობინებთ.

🔻თუ თქვენ შემოდგომა გიყვართ...

მიგაჩნიათ, რომ სამყარო მინიშნებებს გვაძლევს, ამიტომ ძალიან ყურადღებიანი ხართ. ეს თვისება ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ. არაფერი დაგავიწყდებათ, ყველა ნიუანსს გათვლით და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიიღებთ.

შინაგანად მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ადამიანები საათობით ესაუბრებიან სულიერ მამებს, თქვენ კი ბუნებრივად დაგყვათ ეს მდგომარეობა.

ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის შეგიძლიათ გააზრებულად წახვიდეთ მსხვერპლზე, თან ამ ნაბიჯს არასდროს დაამადლით.

🔻თუ თქვენ ზამთარი გიყვართ...

ძალიან ამბიციური ხართ. ვერასდროს შეეგუებით, რომ ჯგუფში ვინმე თქვენზე უკეთესად სწავლობდეს ან სამსახურში სხვისი დამსახურებები უფრო ჩანდეს. მართალია, ბინძურ მეთოდებს არ მიმართავთ, მაგრამ ყველას აგრძნობინებთ, რომ თქვენში სერიოზულ კონკურენტს უნდა ხედავნენ.

ბრწყინვალედ ახერხებთ საქმეზე კონცენტრაციას. მოკლე დროში მაქსიმალურად პროდუქტიულად მუშაობთ, ნებისმიერი კომპანიისთვის ნამდვილი აღმოჩენა ხართ, მაგრამ იმდენდ სწრაფად მიიწევთ წინ, რომ უფროსისთვის საშიში ხდებით. თუ არ დაამუხრუჭებთ, შეიძლება, სამსახური გამოგონილი მიზეზით დაკარგოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას გვეუბნება ქორწინების ნუმეროლოგი...

რას ამბობს ქორწინების
ნუმეროლოგია

რას გვანიშნებს ფიგურები, რომლებსაც...

რას გვანიშნებს ფიგურები,
რომლებსაც ქაღალდზე
უნებლიეთ ვხატავთ?

რას ამბობს თქვენზე ციფრი ან რიცხვი,...

ნუმეროლოგია თქვენს
ცხოვრებაში

ადამიანის სიმაღლე და ადამიანის ხასი...

ადამიანის სიმაღლე და
ხასიათი

ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის მტევნის...

ხელის მტევანი და
ადამიანის ხასიათი

ადამიანის დახასიათება დაბადების რიც...

პიროვნული ტესტი

სადამდე მიგიყვანთ თქვენ მიერ არჩეულ...

პიროვნული ტესტი „გზა“

ხშირი გაღვიძება - ამით თქვენი ორგან...

უცაბედი გაღვიძება - რას
გატყობინებთ თქვენი
ორგანიზმი

რას ხედავთ სურათზე?

რას ხედავთ სურათზე?