იცით თუ არა

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

fun time

15:25 ორშ. 14 აპრილი

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

14
დაკოპირებულია

ალბათ გინახავთ, ზოგი  ადამიანი როგორ ცდილობს, თავის კატას ძაღლივით „თათის ჩამორთმევა“ ასწავლოს. ზოგჯერ ეს  მართლაც გამოდის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ფისო ამას უხალისოდ აკეთებს. 

ამის ორი მთავარი მიზეზი აქვს:

👉 კატა უბრალოდ ვერ ხვდება, რას ითხოვენ მისგან და რატომ უნდა გაუწოდოს თათი ადამიანს.

👉 კატას არ უყვარს, როცა თათებზე ეხებიან. თუ თქვენს ფისოს კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ როგორ ფრთხილად მალავს თათებს, როცა მათზე შეხებას ცდილობთ. თუ კიდევ სცადეთ შეხება, შეიძლება გაიქცეს ან თქვენი დაკაწვრა სცადოს.

თათები კატისთვის სხეულის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მათი დახმარებით:

  • მოძრაობს – ფრთხილად და ჩუმად გადაადგილდება, რაშიც თათებზე არსებული ბალიშები ეხმარება.
  • ხტება – სწორედ თათები ეხმარება კატებს შორს გადახტომასა და საჭირო ადგილამდე მისვლაში.
  • ნადირობს – მსხვერპლს იჭერს და ბრჭყალებით აკავებს.
  • გარემოს შეიგრძნობს – თათებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რაც კატას საშუალებას აძლევს მიწის ზედაპირის
  • ტემპერატურა და სხვა თვისებები შეიგრძნოს.
  • წონასწორობას ინარჩუნებს – თათები კატას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხეზე ადის და ჩამოდის.
  • თავს იცავს –თათები კატისთვის თავდაცვის მთავარი საშუალებაა და შეუძლია მათი საშუალებით მტერი სერიოზულად დაჭრას.
  • ტერიტორიას ნიშნავს – კატების თათებზე ისეთი სუნი აქვს, როგორსაც მხოლოდ სხვა კატები აღიქვამენ.

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე?

კატის თათები, კერძოდ კი ბალიშები, ძალიან ნაზი და მტკივნეულად მგრძნობიარეა. ამის მიზეზი კი მათში არსებული ნერვული დაბოლოებებია. სწორედ მათი წყალობით შეიგრძნობენ კატები გარემოს უმცირეს ცვლილებებს.

აქედან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ უყვართ კატებს თათებზე შეხება.

  • მაღალი მგრძნობელობა – თათებს ძალიან ნაზი და მგრძნობიარე ბალიშები აქვთ, ამიტომ მათზე მსუბუქი შეხებაც კი შეიძლება უსიამოვნო იყოს. მხოლოდ ძალიან მშვიდი და პატრონის მოყვარული ფისოები დაუშვებენ ასეთ შეხებას.
  • შიში და სტრესი – ზოგჯერ თათებზე შეხება კატებში შიშს ან სტრესს იწვევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამასთან დაკავშირებული უსიამოვნო გამოცდილება აქვთ – მაგალითად, ბრჭყალების მტკივნეული დაჭრა.
  • კონტროლის დაკარგვის შიში – კატები ბუნებით მებრძოლები არიან და მათთვის სიტუაციაზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. თათებზე შეხება მათთვის შესაძლოა აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცის დარღვევა.
  • თავდაცვის ინსტინქტი – კატა თათებზე შეხებას საფრთხედ აღიქვამს და შეიძლება ამ დროს გაიქცეს, ან აგრესიულად მოიქცეს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უმჯობესია ჩვენი ფისოების პირად სივრცეს პატივი ვცეთ და არ შევეხოთ იქ, სადაც არ სიამოვნებს.

რა თქმა უნდა, ყველა კატა ერთნაირი არ არის და ზოგს შეიძლება თათებზე მოფერება უყვარდეს, მაგრამ უმეტესობას ეს არ მოსწონს.

სჯობს ფისოს იმ ადგილებში შეხოთ, სადაც მოფერება სიამოვნებს – ზურგზე, თავზე ან კისერზე.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სიგნალი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრემენტებს?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარგავს“?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი

რატომ არ უნდა გადაყაროთ კაკლის ნაჭუ...

რატომ არ უნდა გადაყაროთ
კაკლის ნაჭუჭი და უღელი?

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრ...

სიზარმაცის სარგებელი

რა არის „დუბაის შოკოლადი“ და რატომ...

დუბაის შოკოლადი

რას ნიშნავს ასო „i“ iPhone-ს დასახე...

რას ნიშნავს ასო „i“ iPhone-ს
დასახელებაში?