იცით თუ არა

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრის ჩაქრობა?

fun time

14:11 ხუთ. 10 აპრილი

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

14
დაკოპირებულია

ზღვის პირას მდებარე ტყეებში ხანძრების დროს მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მტკნარ წყალს ან სპეციალურ ხსნარებს იყენებენ. თუ გიფიქრიათ რატომ მიდიან მტკნარი წყლის მოსატანად და რატომ არ იყენებენ იქვე მდებარე ზღვის წყალს?

საქმე ისაა, რომ ზღვის წყალი არა მარტო სასმელად, არამედ არც ხანძრის ჩასაქრობად გამოდგება, რადგან მასში შემავალი მარილის მაღალი შემცველობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ზღვის წყალს მაღალი სიმკვრივე და სიბლანტე აქვს. მისი გაყინვის ტემპერატურა უფრო დაბალია, ხოლო დუღილის – უფრო მაღალი.

👉 უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ხანძრის ჩასაქრობად ზღვის წყალი იშვიათად გამოიყენება, ეკოსისტემის დაზიანებაა. როგორც ირკვევა, ცეცხლის ჩასაქრობად ზღვის წყლის გამოყენებისას მასში არსებული მარილი ნიადაგში თითქმის არ შეიწოვება. ის მიწის ზედაპირზე ან ნიადაგის ზედა ფენებში, ნალექის სახით რჩება და ნიადაგის შემადგენლობა სამუდამოდ იცვლება. ცეცხლის ზღვის წყლით ჩაქრობამ შეიძლება მიწის ნაკვეთი მცენარეთა ზრდისთვის სრულიად უვარგისი გახადოს – ყველა სახეობა ვერ შეძლებს მსგავს პირობებში გადარჩენას.

👉 გარდა ამისა, ტყის ხანძრის დროს ატმოსფერო ნახშირორჟანგით ივსება, რაც სუნთქვაში ხელს გვიშლის. ხანძრის ქრობის დროს ზღვის წყალი ორთქლდება, რაც სითბოს გამოყოფით მიმდინარეობს. მარილიანი წყლის აორთქლებას მეტი სითბო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწის ზედაპირიდან ატმოსფეროში კიდევ უფრო მეტი სითბო გადადის. ეს ისედაც გახურებულ ჰაერს უფრო ახურებს, რაც ძლიერ ქარს იწვევს, ქარი კი, ყველამ იცის, როგორ მოქმედებს ხანძრის გავრცელებაზე.

👉 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი - ზღვის მარილიანი წყლის გადატანამ შეიძლება სახანძრო ტექნიკა დააზიანოს, თუმცა ეს ტექნიკური საკითხია და მისი გადაჭრა, ლითონის ნაცვლად, პლასტმასისა გამოყენებით შეიძლება.

დასკვნის სახით: თეორიულად, ცეცხლის საქრობად ზღვის წყლის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ეს დიდ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს. დაცულ ტერიტორიაზე და ნაკრძალში ზღვის წყლით ცეცხლის ჩაქრობა გამორიცხულია.

ესეც საინტერესოა:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხანძრის ზონაში მოყევით

როგორ ჩააქრო სსრკ-მ ბირთვული აფეთქებით ხანძარი, რომელიც სამი წელი მძვინვარებდა

ტყის ხანძრებს ფრინველები აჩენენ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი

რატომ არ უნდა გადაყაროთ კაკლის ნაჭუ...

რატომ არ უნდა გადაყაროთ
კაკლის ნაჭუჭი და უღელი?

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრ...

სიზარმაცის სარგებელი

რა არის „დუბაის შოკოლადი“ და რატომ...

დუბაის შოკოლადი

რას ნიშნავს ასო „i“ iPhone-ს დასახე...

რას ნიშნავს ასო „i“ iPhone-ს
დასახელებაში?