იცით თუ არა

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯისფერი?

fun time

16:40 ოთხ. 14 მაისი

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

14
დაკოპირებულია

კალათბურთის ნარინჯისფერი ბურთები 1950-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ ბურთის დიზაინი აღარ შეცვლილა. ბურთის ძირითადი მახასიათებლები NBA-ს (ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის)  მიერ არის დადგენილი. 

სწორედ NBA-ს წესები მოითხოვს იმას, რომ კალათბურთის ბურთი ხელოვნური ან ნატურალური ტყავისგან მზადდება და აუცილებლად ნარინჯისფერია.

ამ წესის შემოღება კალათბურთის გუნდის Butler Bulldogs-ის მწვრთნელის 1945–1970 წლებში, ტონი ჰინკლის (Tony Hinkle, 1899-1992) დამსახურებაა.

ჰინკლმა შენიშნა, რომ მისი გუნდი ხშირად მხოლოდ იმიტომ აგებდა, რომ ბურთის მოძრაობისას ვერ აკვირდებოდა. იმ დროს კალათბურთის ბურთები მუქი ყავისფერი იყო. ამიტომაც ჰინკლმა ამერიკულ კომპანია „სპალდინგს“ (Spalding) მიმართა, რომელიც ბურთებს აწარმოებდა და სთხოვა, რომ ბურთები უფრო მკვეთრი, თვალშისაცემი ფერის საღებავით შეეღებათ. ნარინჯისფერი ამ მიზანს იდეალურად შეეფერებოდა და დღემდე კალათბურთის ბურთები ამ ფერისაა.

სხვათა შორის, ტონი ჰინკლმა 1962 წელს მიიღო NABC-ის უმაღლესი ჯილდო კალათბურთის თამაშის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.

ესეც უნდა იცოდეთ:

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ

ოლიმპიური ანტირეკორდები

როგორ დაიპყრო ევერესტი უფეხებო ადამიანმა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?