რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მეცნიერული ახსნა
17:00 კვი. 1 ივნისი

ტირილი მწუხარების ან სხვა მძიმე გრძნობის გამო ცრემლის დენაა, რომელიც რთულ ბიოლოგიურ მექანიზმებსა და სოციალურ ფუნქციებს აერთიანებს. ვნახოთ, რა გვაიძულებს ვიტიროთ ბიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის თვალსაზრისით.
ცრემლდენის ფიზიოლოგიური საფუძვლები
ჩვენი ორგანიზმი აწარმოებს სამი სახის ცრემლს:
ბაზალური ცრემლები – ჯანმრთელ ადამიანს რქოვანას დასატენიანებლად ბაზალური ცრემლის მუდმივი გამოყოფა სჭირდება, რათა თვალი მტვრისგან გაიწმინდოს და მისი ლუბერიკაცია შენარჩუნდეს. ცრემლი მნიშვნელოვან ანტიბაქტერიულ კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც თვალის ზედაპირს პათოგენებისგან იცავენ. ცრემლის გამოყოფა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.
რეფლექტორული ცრემლები – ჩნდება რქოვანას გაღიზიანებისას (მაგალითად, როდესაც ვჭრით ხახვს ან ვსუნთქავთ კვამლს). ასეთ ცრემლებს ახასიათებს ის, რომ სითხის მოცულობა ბაზალურთან შედარებით შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს.
ემოციური ცრემლები – ძლიერი ემოციების (სტრესი,სიბრაზე, გლოვა, ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი) შედეგია. ნებისმიერი სახის ძლიერი ემოცია, მათ შორის სიცილი შეიძლება ტირილის მიზეზი გახდეს. ასეთ ცრემლებს განსხვავებული ბიოქიმიური შემადგენლობა აქვს. კვლევები აჩვენებს, რომ მათში მაღალია ლეიცინ-ენკეფალინის (ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის შემცველობა, რაც ენდოკრინულ სისტემასთან მათ კავშირზე მიუთითებს.
ევოლუციური მიზეზები
ევოლუციური თვალსაზრისით, ტირილი განვითარდა, როგორც მრავალფუნქციური ადაპტაციური მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ ახალშობილები „ნამდვილ ცრემლებს“ მხოლოდ სიცოცხლის მე-3 ან მე-4 კვირიდან გამოყოფენ.
მოზრდილთა შემთხვევაში, ცრემლები არავერბალური კომუნიკაციის როლს ასრულებს — ისინი უსუსურობას ან მხარდაჭერის საჭიროებას ავლენენ, რაც სოციალური ჯგუფებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სტრესის დროს ცრემლდენა ორგანიზმს სტრესის ჰორმონებისგან გათავისუფლებაში ეხმარება, რითიც თავისებური დეტოქსიკაციის ფუნქცია აქვს.
ფსიქოლოგიური მხარე
კვლევების თანახმად, 10-დან 17 ადამიანი ტირილის შემდეგ შვებას გრძნობს, ეს ამცირებს სტრესს და ეხმარება სხეულს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კვლევის მიხედვით, როდესაც ტირით, თქვენი სხეული გამოყოფს ენდორფინებს და ოქსიტოცინს. ეს ხელს უწყობენ ემოციური სტრესის შემსუბუქებას და ამცირებს ფიზიკურ ტკივილს.
თუმცა ეს ეფექტი ყველა შემთხვევაში არ ვლინდება —ადამიანების დაახლოებით 30% ტირილის შემდეგ თავს უფრო ცუდად გრძნობს. ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებსა და სოციალურ კონტექსტზე.
გენდერული განსხვავებები ტირილში
კვლევების მიხედვით, ტესტოსტერონი ანუ მამაკაცური ჰორმონი ამცირებს ცრემლდენისკენ მიდრეკილებას, მაშინ როდესაც პროლაქტინი (რომლის დონეც ქალებში საშუალოდ 60%-ით უფრო მაღალია) პირიქით, აძლიერებს მას.
საზოგადოებრივი სტერეოტიპებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს — იმ კულტურებში, სადაც მამაკაცის ტირილი უფრო მისაღებია, სქესებს შორის განსხვავება ტირილის სიხშირეში ნაკლებად შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ანატომიური სხვაობებიც არსებობს — კაცებში ცრემლმომგვრელი ჯირკვლები საშუალოდ 15%-ით მცირე ზომისაა, თუმცა ეს ფაქტორი მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის განსხვავებას.
საინტერესო სტატისტიკა:
ქალები თვეში 3-5-ჯერ ტირიან
მამაკაცები — 0-1-ჯერ თვეში.
თანამედროვე კვლევები
თანამედროვე სამეცნიერო კვლევები ტირილთან დაკავშირებით ახალ და საინტერესო მხარეებს ავლენს. მაგალითად, ცრემლის კვლევამ უნიკალური ბაქტერიული შტამების არსებობა გამოავლინა, რომლებიც შესაძლოა თვალის ზედაპირს იცავენ.
მიმდინარე კვლევები სწავლობენ ემოციური ცრემლების ბიოქიმიური შემადგენლობის გამოყენების შესაძლებლობას დეპრესიული დარღვევების დიაგნოსტირებისთვის.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ტირილის მექანიზმების სიღრმისეული გაგება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა სფეროში.
ოფთალმოლოგიაში ცრემლოვანი სითხის შემადგენლობის შესწავლა შეიძლება, მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ ახალი თაობის პრეპარატების შექმნის საფუძველი გახდეს.
ესეც საინტერესოა:
ხშირად ტირილი - ხასიათის თვისება თუ დიაგნოზი?
მონღოლოიდური ნაოჭი - რატომ აქვთ აზიელებს თვალის ჭრილი ვიწრო?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან