იცით თუ არა

მონღოლოიდური ნაოჭი - რატომ აქვთ აზიელებს თვალის ჭრილი ვიწრო?

fun time

20:10 სამ. 11 აპრილი, 2023 წელი

აზიური თვალის ჭრილი

14
დაკოპირებულია

აღიარეთ, რომ ეს კითხვა თქვენც გაგჩენიათ. ჯერ კიდვ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ კაცობრიობა სამ ძირითადი რასად იყოფა: თეთრი ანუ ევროპეიდული, შავი ანუ ეკვატორულ-ნეგროიდული და ყვითელი ანუ მონღოლოიდური. მათ საერთო წარმომავლობა და მსგავსი გარეგნული ნიშნები აქვთ (კანის, თმის, თვალების ფერი, თავის ქალის ფორმა, ასევე სისხლის ჯგუფი და სხვა). რასებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თვალების ფორმაა, რაზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ. გაინტერესებთ რატომ აქვთ მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებს განსხვავებული თვალის ფორმა? 

როგორც ირკვევა, აზიის ხალხებს თვალების ვიწრო ფორმას ქუთუთოების განსაკუთრებული სტრუქტურა, კერძოდ, ზედა ქუთუთოზე დამატებითი ნაკეცის - ეპიკანტუსის, იგივე მონღოლოიდური ნაოჭის არსებობა აძლევს.

ვერსია 1:

12-13 ათასი წლის წინ შუა აზიის ტერიტორია, სადაც, ფაქტობრივად, მონღოლოიდური რასა ჩამოყალიბდა, მკაცრი ამინდის პირობებით გამოირჩეოდა.

აზიელების გარეგნობას მცხუნვარე მზე, მძვინვარე ქარები და ქვიშის ქარიშხლები აყალიბებდა. შესაბამისად, ქუთუთოს ნაკეცი, იგივე ეპიკანტუსი მშრალ სტეპებსა და უდაბნოებში ქარისა და ქვიშისგან დამცავი მექანიზმის სახით წარმოიქმნა. ეპიკანტუსი ასევე იცავდა მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

ვერსია 2:

მეორე ვერსიით, აზიელების ვიწრო თვალების მიზეზი მზე და ქვიშა კი არა, ძლიერი ყინვებია.

საქმე ისაა, რომ ეპიკანტუსის განვითარება ზედა ქუთუთოს კანის ქვეშ ცხიმოვანი ფენის სისქეზე იყო დამოკიდებული. აზიელებს ქუთუთოს კანის ქვეშ ცხიმის სქელი ფენა აქვთ, რაც თვალებს ვიზუალურად უფრო ავიწროებს, ვიდრე სინამდვილეშია. ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ ცხიმის ფენა თვალებს ყინვისგან იცავდა.

***

დღეისთვის ვიწრო თვალების მქონე ადამიანების უმეტესობა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში ცხოვრობს, რაც ადასტურებს მეცნიერთა ვარაუდებს, რომ თანამედროვე აზიელების წინაპრები რთულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ.

ასე რომ, პასუხი კითხვაზე „რატომ აქვთ აზიელებს ვიწრო თვალები?" ძალიან მარტივია - ეს არის თვალის ბუნებრივი დაცვა ნეგატიური ზემოქმედებისგან და სხვა არაფერი.

ესეც საინტერესოა:

როცა ლამაზი თვალები დაავადების სიმპტომია

რით „ვკვებოთ“ თვალები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები