იცით თუ არა

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინის ხანჯალი 3 ათასი წლის განმავლობაში?

fun time

18:30 კვი. 8 ივნისი

ტუტანზამონის ხანჯალი

14
დაკოპირებულია

1922 წელს ბრიტანელი არქეოლოგები ჯორჯ კარნარვონი და ჰოვარდ კარტერი ეგვიპტეში, მეფეთა ველზე გათხრებს აწარმოებდნენ, როდესაც გადააწყდნენ უჩვეულოდ მდიდრულ სამარხს მუმიით, სარკოფაგითა და უამრავი არტეფაქტით. 

 

შემდგომი კვლევების დროს დადასტურდა, რომ ბრიტანელმა არქეოლოგებმა ფარაონ ტუტანხამონის უკანასკნელ სამყოფელს მიაგნეს.

ფოტოზე: ბრიტანელი არქეოლოგი ჰოვარდ კარტერი ტუტანხამონის მუმიასთან

სამარხში, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. XIV საუკუნეში მართავდა სამი სარკოფაგი, ოთხი სკივრი, ოქროს ნიღაბი და უამრავი საგანძური აღმოაჩინეს, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი მდიდრულად მოპირკეთებულმა ხანჯალმა გამოიწვია, რომელსაც ოქროს ტარი და მთის ბროლის თავი ჰქონდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხანჯლის პირი დამზადებული იყო რკინისგან, რომელსაც მრავალი საუკუნის შემდეგაც კი ჟანგის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

კითხვებს ისიც აჩენდა, რომ ძვ.წ. XIV საუკუნეში ეგვიპტელები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყვნენ და რკინის დნობა არ იცოდნენ. მეცნიერებამ ამ კითხვებზე პასუხების პოვნა ათწლეულების შემდეგ შეძლო და ამ საქმეში გადამწყვეტი წვლილი იტალიელმა და ეგვიპტელმა მეცნიერებმა შეიტანეს.

2016 წელს უნიკალური ექსპონატი ფლუორესცენტული სპექტრომეტრით გამოიკვლიეს, რამაც მეცნიერებს ხანჯლის პირის შესწავლის შესაძლებლობა მისცა. გაირკვა, რომ ფარაონის ხანჯალი დამზადებული იყო რკინისგან, რომელიც 11%-იან ნიკელს და 0.6%-იან კობალტს შეიცავდა. ამის გარდა, მასში ძალიან მცირე რაოდენობით იყო ნახშირბადი, გოგირდი და ფოსფორი. ამ ელემენტთა ერთობლიობამ და ხანჯლის შენახვის განსაკუთრებულმა პირობებმა მოიტანა ის, რომ ხანჯლის პირი სამი ათასწლეულის განმავლობაში შეუცვლელი დარჩა. უფრო მეტიც — ლითონის ანალიზმა მეცნიერებს საშუალება მისცა, დაესკვნათ, რომ ხანჯალი დამზადდა მეტეორიტული რკინისგან (პლანეტათშორისი სივრციდან დედამიწაზე ვარდნილი ლითონის სხეული, რკინისა და ნიკელის შემადგენლობით).

ამ თეორიას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხანჯლის შექმნის დროისთვის ეგვიპტელებმა რკინის მადნის დნობა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუმცა უკვე შეეძლოთ გადაემუშავებინათ რკინის ნატეხები, რომლებიც დედამიწაზე მეტეორიტების სახით ჩამოცვივდა. ასეთი რკინა უიშვიათესი და ძვირფასი მასალა იყო, ამიტომ სწორედ მისგან დაამზადეს ძვირფასი საჩუქარი ფარაონისთვის.

ცნობისთვის, ბრინჯაოს ხანით დათარიღებულ ნამარხებში მეტეორიტული რკინისგან დამზადებული სამკაულები არა მხოლოდ ეგვიპტეში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში აღმოჩნდა.

ხანჯლის მასალის შემადგენლობის კვლევამ მეცნიერებს საშუალება მისცა მეტეორიტის სავარაუდო ვარდნის ადგილი დაედგინათ. დიდი ალბათობით, ტუტანხამონის ხანჯალი გამოჭედეს მეტეორიტის რკინის ნატეხისგან, რომელიც ხარგას ოაზისში ჩამოვარდა. სავარაუდოდ, ამავე მეტეორიტის რამდენიმე ნაწილი მოგვიანებით ალექსანდრიის დასავლეთით აღმოაჩინეს.

ესეც დაგაინტერესებთ:

პალმირას მცველი - მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგი, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილით დასაჯა

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება