ურთიერთობა

პალმირას მცველი - მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგი, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილით დასაჯა

fun time

16:00 პარ. 1 სექტემბერი, 2023 წელი

ხალედ ალ-ასადი

14
დაკოპირებულია

2015 წლის 19 აგვისტოს ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციის „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომლებმაც სახელი ძველი, ანტიკური და ისტორიული ძეგლების განადგურებითაც გაითქვეს,  თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე უძველეს არამეულ ქალაქ პალმირაში შეიჭრნენ. 

მათ მიერ ჩადენილ ვანდალიზმს შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია პალმირაში განადგურებული, 2000 წლის ტაძარი ბელი, მუზეუმში დაცული არტეფაქტები და ანტიკური ნიმუშები. სწორედ ამ უძველესი საგანძურის დაცვას შეეწირა სირიელი ისტორიკოსი ხალედ ალ-ასადი (Haled al-Asaad). 82 წლის მეცნიერმა უარი განუცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, პალმირას გადამალული საგანძური ეჩვენებინა.

82 წლის სირიელ არქეოლოგს ხალედ ალ-ასადს თავი მოკვეთეს. ეს იყო მეცნიერი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება პალმირას კვლევას მიუძღვნა.

***

ასადი 50 წლის განმავლობაში ანტიკური პალმირას არქიტექტურულ-ისტორიული კომპლექსს ხელმძღვანელობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ არქეოლოგმა ექსპერტად მუშაობა განაგრძო. მის ბოლოდროინდელ აღმოჩენებს შორისაა III საუკუნის მოზაიკა, რომლის ფართობი 70 კვ. მეტრია და 700 ვერცხლის მონეტისგან შემდგარი განძი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნით თარიღდება.

„პალმირას ისტორიასა თუ აღმოჩენებზე საუბარი ხალედ ასადის ხსენების გარეშე წარმოუდგენელია“ - ამბობს ანტიკური სამყაროს სირიელი მკვლევარი ამრ ალ-აზმი, რომელიც ასადს პირადად იცნობდა.

ხალედ ალ-ასადმა პალმირას ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა, ის „მოსიარულე ენციკლოპედია“ გახლდათ. სირიული მედიის ინფორმაციით, ასადმა პალმირას მუზეუმის ბაღში პირადად აღმოაჩინა რამდენიმე უძველესი სამარხი და ბიზანტიური სასაფლაო.

ხალედ ალ-ასადი ლაპარაკობდა ხუთ ენაზე, გარდა ამისა, მან შესანიშნავად იცოდა არამეული ენა, რომელზედაც ამ ადგილებში ორი ათასი წლის წინათ ლაპარაკობდნენ და ახლა გადაშენების პირზეა.

***

2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც პალმირაში ისლამისტების შეჭრის საფრთხე გაჩნდა და ცხადი იყო, რომ სირიის ხელისუფლება პალმირას ისლამისტებისგან დაცვას ვერ შეძლებდა, ასადი უძველესი ხელოვნების ნიმუშების ევაკუაციას შეუდგა, რომლებსაც ბოევიკები ადვილად გაყოდდნენ „შავ ბაზარზე“.

როგორც The Guardian წერდა, ასადი ბოევიკების აშკარა სამიზნე გახდა, მაგრამ მეცნიერი ისლამისტების პალმირაში შესვლის შემდეგ არ გაქცეულა. „ის წლების განმავლობაში ქალაქის ნაწილი იყო და ალბათ გადაწყვიტა, რადგან მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, აქვე მომკვდარიყო და ასეც მოხდა,“ - ამბობს ამრ ალ-აზმი.

ისლამური სახელმწიფოს მეომრები ერთი თვის განმავლობაში ხალედ ალ-ასადს აწამებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

18 აგვისტოს მეცნიერს თავი მოკვეთეს და მისი ცხედარი პალმირას ერთ-ერთ ქუჩაზე, ბოძზე მიაბეს.

ამ გენიალურ მეცნიერს რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შესთავაზა ბინადრობა და მოქალაქეობა, მაგრამ მან უარი თქვა სირიის დატოვებაზე.

იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგად მსოფლიოში, გამოცემული აქვს ათობით წიგნი პალმირასა და აბრეშუმის გზის შესახებ, არის უამრავი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მსოფლიო მის წინაშე ვალშია.


წყარო: www.theguardian.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს