იცით თუ არა

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგა მიაქვთ, მდედრები არიან

fun time

16:00 შაბ. 3 იანვარი

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

14
დაკოპირებულია

ზოოლოგი ახალი შოტლანდიის პროვინციიდან ენდრიუ ჰებდა ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთის ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგა მიაქვთ, მდედრები არიან და არა მამრები, როგორც ზოგს ჰგონია.

ამის დასტურად ჰებდას ირმების რქები მოჰყავს, რომლებიც ყველა სურათში, ფილმსა თუ ქანდაკებაში მოჩანს.

საქმე ის არის, რომ ირმების უმეტეს სახეობაში რქები მამრებს ეზრდებათ და მხოლოდ ჩრდილოეთის ირმებში ეზრდებათ რქები მამრებსაც და მდედრებსაც.

♂️ მამრი ირემს რქები ეზრდება გაზაფხულსა ზაფხულში და იყენებს გამრავლების პერიოდში - მდედრების მოსაპოვებლად და მეტოქეებთან საბრძოლველად, ნოემბრის ბოლოს – დეკემბერში რქებს ყრის

♀️ მდედრი ირემი რქებს ინარჩუნებს მთელი ზამთარი - დეკემბერსა და იანვარში (და ზოგჯერ თებერვალშიც) რქიანიებით არის. რქებს ყრის მხოლოდ გაზაფხულზე, მშობიარობის შემდეგ.

„ ასე რომ, მდედრები ერთადერთი ჩრდილოეთის ირმები არიან, რომლებსაც დეკემბრის ბოლოს რქები აქვთ,“ - განმარტა ენდრიუ ჰებდამ CBC News-თან ინტერვიუში.

ზოოლოგმა გარკვეული ნათელი მოჰფინა იმას, თუ ვინ მიათრევს სანტას ციგას, მაგრამ მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, როგორ დაფრინავენ ეს ირმები.

შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მსოფლიოში. სანტა კლაუსი ლაპლანდიაში – ფინეთის ზღაპრულ პროვინციაში ცხოვრობს და ჰყავს ირმები: დეშერი, დენსერი, პრენსერი, ვიკსენი, კომეტა, კიუპიდი, დონდერი, ბლიტცერი, რუდოლფი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ