იცით თუ არა

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში და რისი გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება?

fun time

16:17 შაბ. 14 თებერვალი

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

14
დაკოპირებულია

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2026 წელი 17 თებერვალს დგება. ახალი  წლის სიმბოლოა წითელი ცეცხლოვანი ცხენი. გავიგოთ, როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ წელს, რომ ახალი წელი ბედნიერი და წარმატებული იყოს?

როგორია ჩინური ახალი წლის ტრადიციები:

თუ დღესასწაულს მარტო შეხვდებით, წარუმატებელი წელი გექნებათ

ხალხური ტრადიციის თანახმად, ჩინურ ახალ წელს ოჯახურ წრეში აღნიშნავენ. ჩინეთში ეს საყოველთაო დღესასწაულია, რომელიც კვირაზე მეტხანს გრძელდება. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი სამშობლოში, ახლობლების სანახავად ბრუნდება.

ჩინეთში არსებობს სპეციალური ტერმინიც - „ჩუნიუნი“, რაც „გაზაფხულის გადაადგილებას“ ნიშნავს. მიიჩნევა, რომ თუ დღესასწაულს მარტო შეხვდებით, წარუმატებელი წელი გექნებათ.

ახალი წლის პირველ დღეებში სახლის დალაგება კატეგორიულად აკრძალულია

როგორც ნებისმიერი დღესასწაული, ჩინური ახალი წელიც საგანგებო მომზადებას მოითხოვს. ამ დღეისთვის სახლს წინასწარ ალაგებენ, რთავენ და ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, რომლებიც სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს. მათ შორისაა: პელმენი „ძიაოძი“ (სიმდიდრისთვის), შემწვარი თევზი (დოვლათისთვის) და ატრია (დღეგრძელობისთვის).

ახალი წლის პირველ დღეებში სახლის დალაგება კატეგორიულად აკრძალულია, რათა სახლიდან ბედნიერება და სიმდიდრე არ „გადახვეტოთ“. კერვისა და რეცხვისგანაც თავი უნდა შეიკავოთ, რომ იღბალი არ დააფრთხოთ.

ახალი წლის პირველ დღეებში თმის დაბანა და შეჭრა არ შეიძლება

ხალხური რწმენით, ახალი წლის პირველ დღეებში თმის დაბანა და შეჭრა არ შეიძლება, რომ სიმდიდრე არ დაკარგოთ. ასე რომ, ახალ ვარცხნილობაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ.

არ ჩაიცვათ თეთრი, შავი, ლურჯი და მწვანე სამოსი

ჩინეთში ამბობენ, რომ ვინც ახალ წელს თეთრი ან შავი სამოსით შეხვდება, მთელ წელს უიღბლოდ გაატარებს, რადგან ჩინეთში ეს ფერები გლოვასთან ასოცირდება. არც ლურჯი და მწვანე სამოსია საუკეთესო არჩევანი. ალისფერი, ოქროსფერი ან ყვითელი კი ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ, რადგან ეს 2026 წლის სიმბოლოს მთავარი ფერებია.

გარდა ამისა, სასურველია ახალი ტანსაცმლის ჩაცმა - ეს განახლებისა და ახალი ცხოვრებისთვის მზადყოფნის ნიშანია.

საახალწლო საჩუქარი უნდა იყოს თანხა, აუცილებლად ლუწი

ჩინურ ახალ წელს ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი ფულია. მას, როგორც წესი, სპეციალური წითელი კონვერტებით ჩუქნიან. თანხა აუცილებლად ლუწი უნდა იყოს, რადგან კენტი რაოდენობა სამგლოვიარო რიტუალებს უკავშირდება და თეთრი კონვერტებით მიაქვთ. ჩინელებს ისევე, როგორც ჩვენ, სჯერათ - ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში