იცით თუ არა

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოავლინეს

fun time

14:00 სამ. 6 იანვარი

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

14
დაკოპირებულია

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, კატების საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატის ტიტული რუსულ ცისფერი ჯიშის კატას, სახელად ბაკარდის მიენიჭა. ფისომ, რომელიც პატრონთან, დოროტა კოვალჩიკთან ერთად პოლონეთის ქალაქ გდანსკში ცხოვრობს, ნამდვილი სენსაცია გამოიწვია, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 1500-ზე მეტი კონკურსანტი დაამარცხა.

ბაკარდიმ ჟიურის წევრები არა მხოლოდ ვერცხლისფერ-ცისფერი ბეწვით, არამედ მშვიდი, თითქმის არისტოკრატიული ქცევით მოხიბლა.

ბაკარდის პატრონმა განაცხადა, რომ კატა მკაცრი გრაფიკით ცხოვრობს და ყოველ დილას ფანჯარასთან ადგილს იკავებს ჩიტებზე დასაკვირვებლად. მას სათამაშო თაგვებითა და ბურთებით თამაშიც უყვარს.

რუსული ცისფერი ცნობილია თავისი მბზინავი ბეწვით და მწვანე თვალებით. ეს კატები იდეალურ კომპანიონებად ითვლებიან - ისინი პატრონების განწყობას საოცრად გრძნობენ, ესმით მათი ჟესტები და ინტონაციები, მაგრამ ამავდროულად, დამოუკიდებლები რჩებიან.

ამ კატებს არც მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვა კომპანიონ ცხოველებთან თანაცხოვრება უჭირთ. ჰიპოალერგიული ბეწვი მათ ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვისაც შესაფერის თანამგზავრად აქცევს.

რუსულ ცისფერებს ზედმეტი ყურადღება არ მოსწონს და უპირატესობას სიმშვიდეს და დისტანციურ ურთიერთობას ანიჭებენ.

ბაკარდის გამარჯვება არა მხოლოდ ერთი ფისოს წარმატება, არამედ ჯიშის აღიარებაც იყო. მშვიდი, ელეგანტური, საოცარი შეფერილობის ფისო კატების მოყვარულთა ყურადღებას იპყრობს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებებია: მეგობრულობა, გონიერება, ცნობისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, თავშეკავება, ელეგანტურობა, სიმშვიდე.

***

რომელი ჯიშის კატა ცოცხლობს ყველაზე დიდხანს?

კვლევა: კატას იმ ადამიანთან ურჩევნია ყოფნა, ვისაც ის დიდად არ უყვარს

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში