იცით თუ არა

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

fun time

19:33 პარ. 17 მაისი, 2024 წელი

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

14
დაკოპირებულია

ალბათ იცით, რომ კატების უმეტესობას ბანაობა არ უყვარს, რადგან წყლის ეშინია, თუმცა ვერ ხვდებით რა შეიძლება ჰიდროფობიის მიზეზი იყოს. მეცნიერებამ ბოლოს და ბოლოს  ამ უცნაური საიდუმლოს ამოხსნა შეძლო.

ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორმა მალინე სუჩაკმა განაცხადა, რომ წყლის შიში კატებში თვითგადარჩენის ინსტინქტს არ უკავშირდება, რადგან კატებმა ცურვა იციან.

პროფესორის აზრით, ჰიდროფობია გამოწვეულია კატის ბეწვზე წყლის ზემოქმედებით.

კატის ბეწვს განსაკუთრებული სტრუქტურა აქვს. მისი ბეწვი უზრუნველყოფს მაღალ თერმოიზოლაციას, რომელიც კანის დამცავ ფენას წარმოქმნის.

როდესაც წყალი ბეწვს ხვდება, ჰაეროვან გარსს გამოდევნის, რაც გარე ფენას თერმოიზოლაციურ ფუნქციას უკარგავს. დასველებულ კატას არ შეუძლია სითბოს შენარჩუნება, სანამ არ გაშრება. წყალში მოხვედრილი ცხოველი შესაძლოა იოლად გაცივდეს და დაავადდეს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, კატა საშინელ დისკომფორტს გრძნობს და ცდილობს, წყალთან კონტაქტი თავიდან აიცილოს.

კატის ბეწვი ისეთი წყალგაუმტარი არ არის, როგორც მაგალითად, იხვის ბუმბული, რაც თანამედროვე კატის წინაპარს, ახლო აღმოსავლეთის გარეულ კატას უკავშირდება. გარეული კატის გავრცელების ზონა აფრიკის ყველაზე მშრალი კლიმატის ქვეყნებია - აზია, ინდოეთი და მონღოლეთი, შესაბამისად, ეს სახეობა ტენიანობასთან ადაპტირებული არ არის.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი კატა მოსასვენებლად უფრო თბილ ადგილებს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე გრილს. სითბოს მოყვარული ცხოველისთვის წყალი კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველია, რადგან ის უფრო გაგრილებასთან ასოცირდება, ვიდრე გათბობასთან.

მეცნიერების თქმით, ზოგ კატას შეიძლება ეშინოდეს წყლის, რადგან ვიღაცამ ძალით დაბანა ან წყლით სავსე აუზში ჩავარდა. ეს ცხოველისთვის სტრესული და საშინელი მდგომარეობაა.

დაბოლოს, ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გირჩევთ:

  • თქვენი ფისო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აბანაოთ.
  • მოერიდეთ კატის გრილ წყალში ბანაობას - წყლის ტემპერატურა 39 გრადუსს უნდა შეადგენდეს.
  • კატას დაგუბებული წყლის ეშინია, ამიტომ სასურველია, რომ შხაპის ქვეშ აბანაოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

კატები სახელმწიფო სამსახურში და მათი ანაზღაურება

რა დაემართება სამყაროს, კატები რომ გადაშენდნენ?

რატომ წვება კატა პატრონის სხეულზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს