საკნატუნო ამბები

კატები სახელმწიფო სამსახურში და მათი ანაზღაურება

fun time

18:00 პარ. 24 სექტემბერი, 2021 წელი

კატები სახელმწიფო
სამსახურში

14
დაკოპირებულია

ზოგიერთ ქვეყანაში კატები სახელმწიფო სამსახურში მსახურობენ და ხელფასიც აქვთ. მაგალითად: 

კატები მუზეუმის „დაცვაში“


ბრიტანეთის მუზეუმის (London, The British Museum) ფასდაუდებელ კოლექციებს მღრღნელების შემოსევისგან სწორედ ფისოები იცავენ. ექვსი კატა ოფიციალურად ირიცხება მუზეუმის შტატში და თითოეული მათგანი, ხელფასის სახით, ყოველთვიურად 50 ფუნტს იღებს. ეს თანხა კატების საკვებისა და უნიფორმის (კისერზე ყვითელი ბაფთა) შეძენაზე იხარჯება.

მუზეუმის გარდა, კატები ლონდონის საფოსტო განყოფილებებშიც მუშაობენ, თუმცა, გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ - თვეში მხოლოდ 8 პენსი. ამის მიუხედავად, ფისოები ბედს არ ემდურიან.

უნიკალური სამუზეუმო ექსპონატების მღრღნელებისგან დაცვა სანკტ-პეტერბურგის „ერმიტაჟშიც“ კატებს აბარიათ, თუმცა ბრიტანელი თანამოძმეებისგან განსხვავებით, ამ საქმეს სრულიად უანგაროდ აკეთებენ.

„ერმიტაჟის“ 50 სამუზეუმო კატა მხოლოდ მუზეუმის თანამშრომელთა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით საზრდოობს.
როგორც ხედავთ, კატად ყოფნა ინგლისში უფრო მოგებიანი და დაფასებულია.

კატა ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში


ინგლისის ყველაზე ცნობილმა მომსახურე კატამ, სახელად უილბერფორსმა, თავისი კარიერა 1973 წელს დაიწყო, როცა ის ქუჩიდან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მიიყვანეს.

კატამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა და პრემიერის აპარტამენტები მომრავლებული თაგვებისგან სრულიად გაწმინდა. უილბერფორსი აპარტამენტების სამუდამო შტატში ჩასვეს და ამის შემდეგ კიდევ ოთხ პრემიერთან მოუწია მუშაობა.

ხანდახან ის მთავრობის სხდომებსაც კი ესწრებოდა. ინგლისის პრემიერ-მინისტრებთან ვიზიტით მყოფი მაღალი რანგის სტუმრები უილბერფორსს მშვენივრად იცნობდნენ.

საზღვარგარეთული ვიზიტებიდან დაბრუნებულ მარგარეტ ტეტჩერს უილბერფორსისთვის ხშირად ჩამოჰქონდა კატებისთვის განკუთვნილი სასუსნაო. ასაკის მატებასთან ერთად, კატას პენსია დაუნიშნეს და საცხოვრებლად, კერძო სახლში გადაიყვანეს.
სხვათა შორის, უილბერფორსი გარდაცვალების სამწუხარო ცნობა მარგარეტ ტეტჩერმა პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააჟღერა.

ქვეყნის უმთავრესი ფისოს გარდაცვალების შემდეგ მის საქმეს დაუნინგ-სტრიტზე სხვა ფისოები აგრძელებენ:

კატა ლარი - ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის „თანამშრომელი“ და

დღეს ყველაზე პოპულარული კატა ბრიტანეთში

კატა პალმერსტონი - ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის „თანამშრომელი“, რომელიც

ლარის დიდად არ მოსწონს

კატა გლადსტონი - საპატიო თანამშრომელი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

🔰:

მონოგამია ცხოველებში - სიცოცხლეში მხოლოდ ერთი მეწყვილე

რატომ არ შეიძლება ცხოველისთვის ადამიანის სახელის დარქმევა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვ...

5 ნიშანი იმისა, რომ
სამსახურის შეცვლის დროა